მაღალი ხარისხის ამერიკული განათლება იაფი ნამდვილად არ ღირს, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ხარჯავს ათასობით ლარსა და რამდენიმე წელს განათლებაში. რატომ? მიზეზი მარტივია. განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ცხოვრების განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. არასდროს არ უნდა დაგენანოთ საკუთარ თუ შვილების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, რადგან დარწმუნებული იყავით, რომ თუ სწორად შეარჩევთ უნივერსიტეტსა და სასწავლო პროგრამას, განხორციელებულ ინვესტიციას ფინანსური სახით მალევე ამოიღებთ. მეორე მხრივ კი, მთელი ცხოვრება კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით იმ სამსახურით თუ საკუთარი საქმით, რომელიც გექნებათ.
და თუ მაინც ფიქრობთ, ჩადოთ თუ არა განათლებაში ღირებული ინვესტიცია, გაეცანით მიზეზებს, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
განათლება ის ვალუტაა, რომელიც ღირებულებას მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაკარგავს
შეგიძლიათ თანხა შეინახოთ ანაბარზე, იყიდოთ უძრავი ან მოძრავი ქონება ან დააბანდოთ განათლებაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ განათლებას არ აქვს სავალუტო კურსი, ლოკაცია, გარბენი ან სხვა თვისება, რომელიც მის ღირებულებას შეამცირებს. განათლება ყველაზე მდგრადი ინვესტიციაა, რომელიც მომავალში სხვა სახის ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. საწყისი ინვესტიცია ჩადეთ განათლებაში, შემდეგ კი ამ ინვესტიციიდან მიღებული მოგებით იყიდეთ უძრავი თუ მოძრავი ქონება და შეინახეთ ანაბარზე.
განათლება გთავაზობთ ცხოვრებას, რომელიც მოგწონთ
ამბობენ, რომ შეზღუდვები მხოლოდ ჩვენს თავებში არსებობს. თუმცა რეალურად ასე არაა. განათლებას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე და სწორედ ის განსაზღვრავს იმ ძირითად შეზღუდვებს, რაც ცხოვრებას შეიძლება ჰქონდეს. რაც უფრო უკეთესი განათლება გაქვთ, მით მეტია შანსი, რომ პროფესიულ წინსვლას, სრულყოფილებასა და თვითკმაყოფილებას მიაღწიოთ. განათლება ოცნებების ასრულების შესაძლებლობას გთავაზობთ.
კარგი განათლება ნიშნავს საუკეთესო სანაცნობო წრეს
ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა, რომ თქვენი წარმატება დიდწილად თქვენი უახლოესი 5 ადამიანის წარმატებაზეა დამოკიდებული. სტუდენტური წლების საუკეთესო უნივერსიტეტში გატარება გაძლევთ საშუალებას, რომ იყოლიოთ საუკეთესო სანაცნობო წრე და თავი აარიდოთ მეტ-ნაკლებად წარუმატებელ ადამიანებთან ურთიერთობას. ეს ხომ თქვენს მოტივაციასა და მიზნებზე დიდ გავლენას ახდენს!
განათლება თქვენი რეალური შესაძლებლობის გამოვლენაში გეხმარებათ
სწორი და კარგი განათლება საშუალებას გაძლევთ, მიხვდეთ რეალურად რისი კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად და სწორედ ამ მიმართულებით იმუშაოთ საკუთარ თავზე, ამ მიმართულებით მიიღოთ დამატებითი სიღრმისეული განათლება. ეს დროსა და შრომას მოითხოვს, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. როდესაც მიხვდებით, რა არის თქვენი რეალური ძლიერი მხარეები და მას გააძლიერებთ, ცხოვრება უფრო ბედნიერი და სრულყოფილი იქნება.
განათლება გეხმარებათ, რომ არ მოტყუვდეთ
განათლება ახალ ჰორიზონტს გიხსნით და გეხმარებათ, რომ ეფექტური და გონივრული პრიორიტეტები დაისახოთ. როდესაც თქვენ ცოდნა და განათლება გიმაგრებთ ზურგს, ნაკლებად ექცევით სხვისი გავლენის, ზეწოლისა და სტრესის ქვეშ. საშუალება გაქვთ, სწორად მიიღოთ გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სწორად მართოთ როგორც ზოგადად ცხოვრება, ისე საყიდლები. გააზრებული გადაწყვეტილებით, რომელსაც განათლება გაამყარებს, თქვენ დროსა და ფინანსებს ტყუილად არ დახარჯავთ, ცხოვრებისგან კი მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებისა, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე გამართლებული ინვესტიციაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ უნივერსიტეტი, რომელშიც ისწავლით. ის, ვისაც განსაკუთრებული სტანდარტის განათლების მიღება სურს, ხშირად საზღვარგარეთ სწავლას ამჯობინებს, თუმცა ბოლო პერიოდში ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე განსაკუთრებული სიახლეა. საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი გაიხსნა და უმაღლესი დონის ამერიკული განათლებისა და ამერიკული დიპლომის მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონის მასშტაბით ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსი იხსნება და ის სწორედ იმ დონის განათლებას შესთავაზებს სტუდენტებს, რომელიც რეალური და ძალიან ღირებული ინვესტიციაა.
ვებსტერი საქართველოში შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს: საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია კომუნიკაცია. სამაგისტრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები.
სასწავლო პროგრამები იმ პროგრამების იდენტურია, რომელსაც ვებსტერის ამერიკისა და ევროპის ფილიალები ახორციელებენ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნების ფილიალებისგან განსხვავებით საქართველოში სწავლა ბევრად უფრო იაფია. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარია, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი - 8600 აშშ დოლარი. ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს საქართველოს ფილიალში ჩარიცხული ქართველი სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით. პარალელურად, სტუდენტებს ერთიანი ეროვნული და ან საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ვებსტერის უნივერსიტეტში მიღებული განათლება და დიპლომი კურსდამთავრებულს საერაშორისო დონეზე დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, კურსდამთავრებულების საშუალო წლიური ანაზღაურება 38 000 აშშ დოლარია. ეს ფაქტი კი ნამდვილად დაგარწმუნებთ, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიციის ამოღება მალევეა შესაძლებელია. მეორე მხრივ, მიღებული განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას მოგცემთ.
საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.
ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.
- ბიზნესის ადმინისტრირება - ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
- მედიაკომუნიკაციები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
- საერთასორისო ურთიერთობები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03
სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით.
ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს
ბმულზე