სერიალების მოყვარულები ამ ულამაზეს წყვილს დიდხანს გულშემატკივრობდნენ. სერიალ "ფენიქსის" ვარსკვლავები - ჯერენ ილმაზი და ალფ ნავრუზი შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, თუმცა რა ხდება სინამდვილეში?
30 წლის ჯერენ ილმაზი თურქეთის ქალაქ სამსუნიდანაა. ორი უფროსი და ჰყავს, რომელთაგან ერთი ინჟინერია, მეორე - პოლიციელი. თავად ბავშვობიდან თეატრითა და კინოთია გატაცებულია, 7 წლიდან სწავლობდა თეატრალურ სტუდიაში. 2012 წელს მის თურქეთის ტიტულის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა პირველი ადგილი ვერ დაიკავა.
უმაღლესი განათლება გამომსახველობითი ხელოვნებისა და სცენური დიზაინის ფაკულტეტზე მიიღო.
კინოში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, მერე კი რამდენიმე წარმატებულ პროექტი მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, "ფენიქსში", რომელმაც განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.
როგორც თავად ყვება, ამ გმირის განსახიერებისთვის მზადებისას ბევრი ცრემლი დაღვარა. ამბობს, რომ მსგავსი ბედის, ღარიბ, პატიოსან გოგონას თავადაც იცნობდა. "მასაც მსგავსი ამბავი შეემთხვა. ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს. მას მოვუსმინე, მის ბავშვობაზე გავიგე ამბები, თუ რას გრძნობდა, რას განიცდიდა და საათობით ვტიროდი მასთან ერთად, ისე, რომ არც ველოდი... ეს უცნაური გამოცდილება იყო ჩემთვის".
ცოტა ხნის წინ ჯერენმა კორონავირუსი გადაიტანა და როგორც ამბობს, საკმაოდ რთულად, შემდეგ კი თავის ტკივილები დასჩემდა, რომელსაც დღესაც ებრძვის.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჯერენმა ჯერჯერობით ვერ იპოვა ის ადამიანი, რომელსაც ეძებს. პრესა სხვადასხვა პარტნიორთან "აწყვილებდა", მათ შორის ალფთანაც, თუმცა თავად ამბობს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.
ალფ ნავრუზი 32 წლისაა და სტამბოლშია დაბადებული. უმცროსი და-ძმა ჰყავს და ამბობს, რომ ბავშვობიდან ცდილობდა, მათთვის კარგი მაგალითი მიეცა, კარგად ესწავლა და პატიოსნად ეშრომა. სიბეჯითეს საუკეთესო შედეგები მოჰქონდა და ალფი სკოლის გამორჩეული მოსწავლე იყო. უყვარდა მოთხრობებისა და ლექსები წერა და დღემდე ერთგულია ამ გატაცების.
სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. თუმცა ბავშვობიდან უყვარდა თეატრი, სკოლაშივე მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში. ხოლო როდესაც უკვე ზრდასრული სარეკლამო რგოლის გადაღებებზე მიიწვიეს, მისი კარიერა შოუბიზნესს დაუკავშირდა. 2016 წელს გამოჩნდა კინოში და უკვე მოასწრო რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
როდესაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებოდნენ, ალფი პასუხობდა, რომ მისი საყვარელი ქალი დედა იყო. "სიყვარული მიდის და მოდის, დედა კი სულ გვერდითაა და არ გიღალატებს არასდროს", - ირწმუნებოდა მსახიობი. თუმცა მისი პირადი ცხოვრება მაინც დატვირთულია ლამაზმანებით.
გარკვეული პერიოდი გერმანიაში დაბადებულ თურქ მოდელს, "მის თურქეთ" ებრუ შამს ხვდებოდა.
ხოლო მას მერე, რაც მორიგ სერიალში გაუწია პარტნიორობა და გაუმიჯნურდა, დღემდე აქვს რომანი მშვენიერ თურქ მსახიობ აიშა თურანთან.