"ბავშვებს მშობლები თვალწინ დაუხოცეს, მერე კი კბილებს აცლიდნენ და აუპატიურებდნენ..." - როცა სისასტიკეს არ აქვს საზღვრები - მშობლები

"ბავშვებს მშობლები თვალწინ დაუხოცეს, მერე კი კბილებს აცლიდნენ და აუპატიურებდნენ..." - როცა სისასტიკეს არ აქვს საზღვრები

2022-04-06 04:19:05+04:00
ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ დატრიალებული სასაკლაოს ფოტოებმა მსოფლიო საზოგადოება დაზაფრა. ყოველდღიურად, ერთმანეთზე უფრო საზარელი ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი. ომი გრძელდება და სისასტიკე განუსაზღვრელია.
განსაკუთრებით გამაოგნებელია ის დაუნდობლობა, რასაც ბავშვების მიმართ იჩენენ. ცნობილი გახდა 9 წლის ბავშვის შესახებ, რომლის ორგანიზმშიც 11 სხვადასხვა მამაკაცის სპერმა აღმოაჩინეს - გოგონა 11-მა რუსმა ჯარისკაცმა გააუპატიურა და ბოლოს მუცელი გადაუჭრეს... ამ ამბავს მოჰყვა ჩანაწერი, რომელშიც ასევე ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ არის საუბარი.
"ლენ, გამარჯობა, მეორე დღეა ვერ ვწყნარდები, ვიდეო გამოგიგზავნე, არ ვიცი, პოლონურად გესმის თუ არა კარგად. ამ გოგონას დედა მოხალისეა საავადმყოფოში... 40 ბავშვი მიიყვანეს, ირპენიდან და ბუჩადან, ყველაზე უფროსი 14 წლისაა. მათ თვალწინ დაუხვრიტეს მშობლები, მშობლებს კი დახვრეტის წინ ეუბნებოდნენ, რომ "ჩვენ თქვენს შვილებს ცოცხლებს დავტოვებთ, რათა მათ ახსოვდეთ ეს ომი და პატივი სცენ რუსებს". ყველა გაუპატიურებულია არაერთხელ და ამოგლეჯილი აქვთ კბილები. ასე ჩამოიყვნეს ეს ბავშვები პოლონეთში. არ ვიცი, გადაეცი ბიჭებს, რომ ხელებით დაგლიჯონ, მეორე დღეა შოკში ვარ, ლენა, გადაეცი, რომ ის პიდ...ები დაკიდონ, ნაწლავები პირიდან ამოაგლიჯონ და ისე დახოცონ. ისეთი საშინელება ხდება, მთელი პოლონეთი შოკშია".