გადახედეთ ცნობილი ადამიანების გალერეას, რომლებსაც აუტიზმი და ასპერგერის სინდრომი დაუდგინდათ (ასპერგერის სინდრომი - განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა ასპერგერმა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიკული ქცევები). მათ საკუთარი ნიჭითა და მონდომებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მსოფლიო აალაპარაკეს:
დერილ ჰანა

"მოკალი ბილის" ვარსკვლავს 1960-იან წლებში, ბავშვობაში აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროს დიაგნოზის მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად ტოლერანტული იყო, ვიდრე დღეს. ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ ექსპერიმენტებისგან ჰანა დედამ გადაარჩინა და არც უნანია. მსახიობი ამბობს, რომ გამუდმებით აწუხებდა შიშები და საოცრად მორცხვი იყო.
სუზან ბოილი

მომღერალი, რომელსაც ბავშვობაში "ტვინის დაზიანებისა" და "სწავლაში ჩამორჩენის" დიაგნოზი დაუსვეს, შოუში "ნიჭიერი" მონაწილეობის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მას აუტიზმის დიაგნოზი 40 წლის ასაკში დაუდგინდა. ბოილმა თქვა, რომ ეს მისთვის შვება იყო.
ლუის კეროლი

მკვლევარების აზრით, მათემატიკოსს, პოეტსა და მწერალს ჰქონდა "განსაკუთრებული აზროვნება", რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ვინაიდან კეროლის ბიოგრაფიის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მას ძალიან განსხვავებულ დაავადებებს მიაწერენ. მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ელისის შესახებ ზღაპრებში საგნების ზომის შეცვლა შაკიკის ნიშანია.
აბრაამ ლინკოლნი

ამერიკის შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტს ასპერგერის სინდრომს მიაწერენ. ასეთ ადამიანებს ხშირად უჭირთ კომუნიკაცია. ლინკოლნს ასევე განსხვავებული და ცოტა რთული დამოკიდებულება ჰქონდა წესრიგის დაცვის მიმართ და განიცდიდა დეპრესიას. ექსპერტები ამ ნიშნებს ასპერგერის სინდრომის თანამგზავრებად მიიჩნევენ.
ბილ გეიტსი

დიაგნოზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თითქმის დარწმუნებულია, რომ ბილ გეიტსს ასპერგერის სინდრომი აქვს: მას წინ და უკან ტრიალი უყვარს და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების მიმართ ზიზღი უჩნდება.
ენდი უორჰოლი

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ განმეორებითი და იდენტური ელემენტების ბრენდირებული პრინტი ასპერგერის სინდრომის ნიშანია. ამიტომაც, ფიქრობენ, რომ უორჰოლს ეს დიაგნოზი ჰქონდა. გარდა ამისა, ის ხშირად მარტოსული იყო, ალბათ ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობდა. მისი ოჯახი სლოვაკეთიდან ემიგრაციაში წავიდა.
სტენლი კუბრიკი

რეჟისორს ასპერგერის სინდრომი ჰქონდა: ის უხეში იყო მსახიობების მიმართ, უგულებელყოფდა მათ საჭიროებებს, წარმოუდგენლად ყურადღებიანი იყო დეტალების მიმართ და ეშინოდა თვითმფრინავით ფრენის - ამიტომ, კოლეგები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის მასთან მიდიოდნენ. გარდა ამისა, კუბრიკს შეეძლო მოულოდნელად ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა გაეწყვიტა, თავაზიანად უარი ეთქვა და აღარ დაბრუნებულიყო.
ენტონი ჰოპკინსი

მსახიობს 70 წლის შემდეგ ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. აღიარება და მსოფლიო პოპულარობა მის ცხოვრებაში გაცილებით ადრე მოვიდა. "წვეულებებზე არ დავდივარ, ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ მიყვარს ხალხი. მე მიყვარს მათი აზრების მოსმენა", - თქვა ჰოპკინსმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავზე საუბრისას.
კორტნი ლავი

მომღერალს სკოლის წლებში მსუბუქი ფორმის აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ის ხშირად გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით. მისი თქმით, უნდოდა ცნობილი გამხდარიყო და ყველა ადამიანს მასთან გულწრფელი ურთიერთობა ჰქონოდა.
დენ ეიკროიდი

როგორც ცნობილია, ასპერგერის სინდრომი გახდა "მოჩვენებებზე მონადირეების" გადაღების იდეა. თავად მსახიობი ამბობს, რომ დიაგნოზი ხელს არაფერში უშლის.
დევიდ ბირნი

მუსიკოსმა ასპერგერის სინდრომის შესახებ 51 წლის ასაკში გაიგო, მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ჯგუფი Talking heads დაიშალა. ბირნმა თქვა, რომ მუსიკა მას არეულობასთან შეგუებაში დაეხმარა.
რობინ უილიამსი

რობინ უილიამსისთვის მის სიცოცხლეში არ დაუსვამთ ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი, თუმცა მისი ცხოვრება და ფაქტები ამაზე მიანიშნებდა და სპეციალისტები ამბობენ, რომ მას სწორედ ეს დიაგნოზი ჰქონდა. ახლობლები აღნიშნავდნენ, რომ მსახიობი ყოველთვის გაურბოდა ურთიერთობებს, თავყრილობებს, ებრძოდა დეპრესიას, რომელთან ბრძოლაში დამარცხდა - უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.