უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ვალერი მელაძემ თავისი პოზიცია გამოხატა და რუსების უკმაყოფილება გამოიწვია, ინსტაგრამზე დიდი ხანია აღარ უაქტიურია. მხოლოდ გუშინ გამოჩნდა ალბინა ჯანაბაევასა და უმცროს ქალიშვილთან ერთად, რომელიც ერთი წლის გახდა. წყვილს სახუმარო გრიმი ესვა - დაღლილი და ამოღამებული თვალის უპეების ხაზგასმელად და პატარა აგათას სახეც პირველად გაასაჯაროვეს.
"დღეს ჩვენი ქალიშვილი აგათა წლის გახდა. უძილო ღამეებისა და მღელვარების ერთი წელი, უსაზღვრო ბედნიერების ერთი წელი!
ჩვენთვის ეს კიდევ ერთი წელია ჩვენი აფორიაქებული ცხოვრების, ბავშვისთვის კი - ეს მთელი ცხოვრებაა!", - წერს მელაძე.