როგორც ცნობილია, საფეხბურთო ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტყუპზე იყო ორსულად. თუმცა მშობიარობის დროს ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ექიმებმა მხოლოდ გოგონას გადარჩენა შეძლეს.
წყვილმა ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს გამოაცხადა სასიხარულო ამბავი, რომ ოჯახს მატება ელოდა. რონალდოს ერთი ქალიშვილი ჰყავდა უკვე ჯორჯინასთან ურთიერთობიდან და მანამდე კიდევ სამი შვილი სუროგატი დედებისგან.
რონალდომ ახალშობილი ტყუპისცალის გარდაცვალების შესახებ მალევე განუცხადა საზოგადოებას: "ჩვენი პატარა გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება გამოსცადოს მშობელმა. მხოლოდ ქალიშვილის დაბადება გვაძლევს ძალას, გადავიტანოთ ეს მომენტი იმედით და ბედნიერებით".
ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯინამ უკვე მეორე შვილი გაუჩინა რონალდოს და წყვილი წლებია ერთადაა, კანონიერად დაქორწინებას არ ჩქარობენ და ჯორჯინას ჯერ მაინც შეყვარებულის სტატუსით მოიხსენიებენ.
არავითარი მობილური და გაზიანი სასმელები! - როგორ ზრდის შვილებს კრიშტიანუ რონალდუ და რაში ხარჯავს მილიონებს