ავსტრალიელი ავტორის, აარონ ბლაბის კომიქსების სერია „ცუდი ბიჭები“, რომლებიც ოქროს დელფინის ჯილდოსთან ერთად პატარა მკითხველთა გულებიც მოიპოვა, სულ მალე დიდ ეკრანზეც გამოჩნდება. რეჟისორი პიერ პერიფელი თავისი სრულმეტრაჟიან დებიუტით და ეთან კოენი განახლებული სცენარით, ფილმს 22 აპრილს 2D და 3D ფორმატში აჩვენებენ.
„ცუდი ბიჭების“ შთაგონების წყარო აარონ ბლაბისთვის მისი უმცროსი ვაჟია, რომელიც წიგნის წერის პროცესში 6 წლის იყო. სწორედ შვილისთვის საინტერესო წიგნის ძიების სურვილმა გადააწყვეტინა მწერალს საკუთარ ისტორიაზე დაეწყო მუშაობა.
ბლაბი თხრობისას ყველა ერისთვის კარგად ნაცნობ ლიტერატურულ ხერხს მიმართავს, ოღონდ თანამედროვე ფორმით. თუკი საუკუნეების წინ სათქმელის არა პირდაპირ, არამედ ირიბად გადმოსაცემად იგავ-არაკებს იყენებდნენ, 21-ე საუკუნეში მათი ადგილი კომიქსებმა დაიკავა. ბლაბიც სწორედ კომიქსების საშუალებით ცდილობს არაპირდაპირი გზით, შეფარვით დაანახოს პატარა მკითხველს, რომ არ არსებობს ცალსახად ცუდი ადამიანი, ყველას აქვს შანსი კარგი გახდეს.
დიდი სათქმელის პატარებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემა მწერლის სუპერძალა აღმოჩნდა, ილუსტრაციების საშუალებით პატარა მკითხველს ტექსტის აღქმა უმარტივდება და მეტადაც სიამოვნებს. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, კომიქსებით მოგვითხრობს ავტორი სამყაროს შესახებ, სადაც ცხოველები და ადამიანები ცხოვრობენ. ამ სამყაროში ჩნდება კრიმინალთა მჭიდრო ბანდა - „ცუდი ბიჭები“, რომლებსაც მგელი და მისი საუკეთესო მეგობარი გველი ხელმძღვანელობენ. ცუდი ბიჭების გუნდს ჰაკერი ტარანტულა და შენიღბვის ექსპერტი ზვიგენი პირანიასთან ერთად უმაგრებენ ზურგს, რომლებიც ძარცვისა და კრიმინალის სფეროში საკმაოდ სახელგანთქმულნი არიან.
ვოლფი, რომელიც ამაყობს საკუთარი წარსულითა და ცხოვრების სტილით, გადაწყვეტს შური იძიოს ახალ გუბერნატორზე, რომელმაც ბანდას სატელევიზიო გადაცემაში შეურაცხჰყოფა მიაყენა. ვოლფი გეგმავს ოქროს დელფინის ჯილდოს მოპარვას ზღვის გოჭისა და ქველმოქმედი პროფესორის დახმარებით, მაგრამ მარცხდება და მისი დაჯგუფება გამოააშკარავების საფრთხის წინაშე დგება. მხოლოდ ერთი გზა რჩება: პროფესორი მარმელადი ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა გახდნენ კარგი ბიჭები.
ბლაბისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნების შინაარსისა და სულისკვეთების შენარჩუნება აღმოჩნდა. ავტორმა შთაბეჭდილებები საჯაროდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მომავალი ფილმების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, იმ შემთხვევაში თუ პრემიერა წარმატებული გამოდგება, მკითხველები ფილმის მეორე და მესამე ნაწილებსაც ნახავენ.
რომანი წიგნების მაღაზიებსა და ბაზრობებზე მალევე გამოჩნდა და ბლაბის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, რადგან მანამდე მისი არცერთი ნამუშრევრიდან 5000 ეგზემპლარზე მეტი არ გაყიდულა.
მწერალი იმედოვნებს, რომ აუდიტორიას ექნება სასიამოვნო გამოცდილება და მშვენიერ დროს გაატარებენ, რადგან მას უკვე წარმოუდგენია, როგორ ახარებს ათასობით ბავშვის გულს და იმსახურებს მათ ღიმილიან სახეებს.
„ცუდი ბიჭები დაიწერა ჩემი ბავშვებისთვის და ბედნიერი შემთხვევის შედეგად ის სხვა ბავშვებსაც მოეწონათ. ფაქტობრივად, მილიონობით ბავშვი ელოდება შემდეგ ნაწილს და ეს არის ყველაზე არაჩვეულებრივი რამ, რისთვისაც შემიძლია მადლიერება გამოვხატო,“ - ამბობს მწერალი.
აღსანიშნავია, რომ აარონ ბლაბის „ცუდი ბიჭების“
სამივე ნაწილი უკვე თარგმნილია ქართულად. წიგნები გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის Liber Kids-ის ფარგლებში გამოიცა და მალევე დაიმსახურა ქართველი ბავშვების სიყვარული. წიგნების შეძენა შეგიძლიათ როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, ასევე „პალიტრა L-ის“
საიტზე.