აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უსაყვარლესი დღესასწაულია. ამ დღეს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან ხოლმე და უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით იმუხტებიან.
ცნობილი ქართველების ინსტაგრამ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს, მათმა დიდმა ნაწილმა ისარგებლა სააღდგომოდ კარგი ამინდით და ოჯახური პიკნიკები და გასეირნებები მოაწყვეს სუფთა ჰაერზე.
თეონა თავართქილაძე და მაკა ასათიანი ერთად შეეგებნენ ამ დღეს, შვილიშვილების გარემოცვაში.
ასევე სუფთა ჰაერზე, დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად გაატარა დღესასწაული გიორგი მახარაძემ.
ქართულ ჩოხაში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეხვდა აღდგომას ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი ბაგრატი.
პირველ აღდგომას შეეგება გიორგი გასვიანის ვაჟი გალაკტიონი.
მოდელ ანა ახვლედიანის ქალიშვილი და ანდრია გველესიანის ოჯახი
სააღდგომო სუფრები - ნინო გაჩეჩილაძის, რუსა ჩაჩუას და ნანუკა გოგიჩაიშვილის