ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ჰემატოლოგთან, თსსუ-ის პროფესორთან ნანა ლოლაშვილთან ერთად საუბრობს ანემიის გამომწვევ მიზეზებსა და კვების მნიშვნელობაზე.ნანა ლოლაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ ამ პროცესში რა განსხვავებაა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან მიღებულ რკინას შორის და ზოგადად, რატომაა ყველა ვიტამინისა თუ დანამატის ზომიერად მიღება აუცილებელი:- რკინას ორი სახით ვიღებთ. ერთია ჰემინური რკინა, რომელსაც ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ და მეორეა არაჰემინური - მცენარეული პროდუქტებიდან მიღებული. მცენარეული პროდუქტებიდან მიღებული რკინა რომ გადავიყვანოთ ისეთ ფორმაში, რომ ადვილად მიიღოს ორგანიზმმა, სპილენძი აუცილებლად გვჭირდება. მცენარეული პროდუქტებიდან ისედაც ცოტა რკინას ვიღებთ. სულ 3-5% შეიწოვება, ამიტომაც, ჭარხალი და ბროწეულის წვენი ბევრს არაფერს იძლევა. მაგრამ იმ 3-5%-საც კი ვერ მივიღებთ, თუ სპილენძი არ დაემატა. თუთიაც აუცილებელია, თუმცა მხოლოდ ის დოზა, რომელიც იმ დღეს უნდა მიიღოთ. იმაზე დიდი დოზის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება.მარი მალაზონიამ დაასახელა კონკრეტული პროდუქტები, რომლებიც რკინითა და სხვა საჭირო ელემენტებითაა მდიდარი:- ძალიან ბევრი საინტერესო კვლევაა, რომლის მიხედვითაც, 5 კომპონენტი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელთა ნაკლებობაც ანემიის განვითარებაშია "ბრალდებული". ესაა:
მაგრამ, ამ სიას კიდევ ემატება:
ღვიძლი, როგორც საკვები პროდუქტი, შეიცავს რკინასაც, B12, B6 ვიტამინსაც და სპილენძსაც. აღმოჩნდა, რომ მასში ყველაფერია თავმოყრილი, რაც ანემმიის თავიდან აცილებაში გვეხმარება იგივე თანაფარდობაა წითელ ხორცშიც. ზღვის ზოგიერთი პროდუქტი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს. გასათვალისწინებელია სპილენძის არსებობა რკინით მდიდარ ისეთ პროდუქტში, როგორიცაა სოკო. სხვადასხვა სახის თესლი, განსაკუთრებით, მზესუმზირის თესლი, ნუში და ასევე, შავი შოკოლადი, რომელიც რკინითაც მდიდარია და მასში სპილენძიცაა. როდესაც B12 ვიტამინსა და რკინაზე ვსაუბრობთ, აქ მცენარეული და ცხოველური პროდუქტების ერთდროული მოხმარება უნდა გავითვალისწინოთ. ესენია: ხორცი, ღვიძლი, კვერცხი, თევზი, ნაწილობრივ რძე და რძის პროდუქტები. ხოლო, მცენარეული პროდუქტებიდან რკინა საკმაოდ ბევრია მშრალ ლობიოში, ისპანახში, გამომშრალ პროდუქტებში, რომლებიც თავად რკინის შემცველია, მაგალითად, ქლიავი და ასე შემდეგ. მაგრამ, ამ შემთხვევაში შეთვისების დაბალი ხარისხი უნდა გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ამ პროდუქტების ურთიერთშეთანხმებას, ეს ყველაფერი ნაწლავში ხდება. ამიტომ, თუ ნაწლავში არის რაიმე პრობლემა, ჩათვალეთ, რომ თუნდაც რკინითა და სპილენძით დატვირთული, მისი ორგანიზმის მიერ შეთვისება და გამოყენება, სრულფასოვნად ვერ მოხდება, ამიტომ მიკრობიმისა და მიკრობიოტას მოწესრიგება გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საკვები ნივთიერებები შევიწოვოთ. არაბალანსირებული კვება თავისთავადაა რისკი იმისა, რომ ყველა საკვები ნივთიერება არ მივიღოთ. მათ შორის, ჩემ მიერ დასახელებული ის 5 ფაქტორი და კიდევ დამატებითი ფაქტორები, რომელზეც ვისაუბრეთ. არის პროდუქტები, რომელთა დამსახურებითაც ძალიან სწორად შერჩეული პროდუქტებიდანაც კი შეიძლება დავკარგოთ სასარგებლო საკვები ნივთიერებები. მაგალითად, გვისაუბრია ჩაისა და ყავის მოხმარებაზე, როდესაც ისინი შეიძლება რკინის დანაკარგის წინაპირობა იყოს.ნანა ლოლაშვილი: ჩაი, რძე, ყავა, კალციუმის პრეპარატები, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც რკინასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს, კვებიდან 2 საათის შემდეგ შეიძლება ყველა ამ პროდუქტის მიღება იმიტომ, რომ ისინიც ნამდვილად საჭიროა ჩვენთვის. რკინის დეფიციტი მარტო კვებას არ უკავშირდება. ანემია გაცილებით უფრო სერიოზული მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. პირველ რიგში, ესაა სისხლის დენები, სისხლის დანაკარგი, კუჭის რეზექცია. ბოლოს დროს საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს ბარიატრიით, რომელთა შემთხვევაშიც კუჭ-ნაწლავი ნორმალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, როდესაც რკინის ჭარბი მითხოვნილებაა, მაგალითად, ორსულობის, ლაქტაციის, ფიზიკური დატვირთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, გონებრივი დატვირთვის დროსაც კი. მაგრამ, ამ ყველაფრის ფონს საკვები ჰქმნის. აქვე მინდა დავამატო, რომ თუ ორგანიზმი დეფიციტამდე მივიყვანეთ, იგივე B12-ის, რკინისა და სხვა ვიტამინების ნაკლებობას განვიცდით, მხოლოდ კვებით ამის გამოსწორება არ შეიძლება.