ამ მსახიობს ბევრი იცნობს, რადგან სახასიათო როლებს ასრულებს. განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა "ერთხელ ჩუკუროვაში" მოუტანა.
ბულენტ პოლატი 1980 წლის 8 მარტს დაიბადა თურქეთში, ტუნჯელში. მოგვიანებით ოჯახი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე მიიღო განათლება მომავალმა მსახიობმა.
1992 წელს ბაკირის თეატრში დაიწყო დამხმარედ მუშაობა. მალე კი თეატრის რეჟისორმა მსახიობად აიყვანა. თავიდან საბავშვო სპექტაკლებში თამაშობდა, მერე მოვიდა თეატრალური როლები და შემდეგ უკვე - კინოკარიერა.
ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა კომედიურმა სერიალმა "ევროპული მხარე". წარმატების შემდეგ გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზეც ეცადა ძალები და ნიუ-იორკში იმუშავა მცირე ხანს. 2011 წელს დაბრუნდა თურქეთში და კიდევ რამდენიმე კომედიური როლი შეასრულა, რასაც მოჰყვა მთავარი როლი კრიმინალურ სერიალში "ჩუკური".
ბულენტი დაქორწინებულია. 2015 წელს იქორწინა მასწავლებელ დუიგუ ჩენოღლუზე, რომელთანაც ქალიშვილი დოგა გაუჩნდა.
ხორვატიული ფესვები და ცნობილი ბოიფრენდები - თურქი ანჯელინა ჯოლის ცხოვრება