ვალერი მელაძის 23 წლის ქალიშვილი თხოვდება - მშობლები

ვალერი მელაძის 23 წლის ქალიშვილი თხოვდება

2022-05-19 11:21:04+04:00
ვალერი მელაძის შუათანა გოგონა სოფიკო თხოვდება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, 23 წლის გოგონას რჩეული ვინმე სავვა ბაიბაკოვია, რომელმაც ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. გოგონამ ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.
mshoblebi
მელაძეს სამი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - ირინა მულუხინასთან. ყოფილი ცოლ-ქმარი ახალ ამბავზე ჯერ არ აკეთებს კომენტარს.
mshoblebi
მელაძის ქალიშვილები

მათი ოჯახი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ დაიშალა მას მერე, რაც მელაძემ ალბინა ჯანაბაევასთან გააბა რომანი და მასთან ორი ვაჟიც გაუჩნდა. ცოტა ხნის წინ კი წყვილს ქალიშვილიც შეეძინა.

altვალერი მელაძემ ქალიშვილის ფოტო პირველად გაასაჯაროვა -"უძილო ღამეებისა და მღელვარების ერთი წელი..."