ღმერთო, მადლობთ, რომ შვილი მყავს, მართალია ერთია, მაგრამ ყველაზე კარგია... - მშობლები

ღმერთო, მადლობთ, რომ შვილი მყავს, მართალია ერთია, მაგრამ ყველაზე კარგია...

2015-01-07 14:22:23+04:00

ღმერთო, მადლობთ, რომ სახლი მაქვს. მართალია, "ხრუშჩოვკაა", ოროთახიანი, მაგრამ მაინც ჩემი სახლია, თან ლოჯით ღმერთო, მადლობთ, რომ სახლი მაქვს. მართალია, "ხრუშჩოვკაა", ოროთახიანი, მაგრამ მაინც ჩემი სახლია, თან ლოჯით

ღმერთო, მადლობთ, რომ შვილი მყავს, მართალია ერთია, მაგრამ ყველაზე კარგია.

ღმერთო, მადლობთ, რომ ვხედავ, მართალია, ძალიან ცუდად, მაგრამ მაინც ვხედავ.

ღმერთო, მადლობთ, რომ გათბობა მაქვს, მართალია ცენტრალური არა, მაგრამ მაინც გათბობა მაქვს.

ღმერთო, მადლობთ, რომ არ მშია, მართალია საოცარი კერძები არ მაქვს, მაგრამ გახუხული პური მდნარი ყველით ყველაზე გემრიელია.

ღმერთო, მადლობთ, რომ ტანსაცმელი მაქვს, მართალია prada-ს არ ვატარებ, მაგრამ რამდენიმე ლამაზი ჭრელი კაბა ხომ მაინც მაქვს.

ღმერთო, მადლობთ, რომ არის კაცი, რომელსაც ვუყვარვარ. მართალია, იშვიათად ვემთხვევით ერთმანეთს სიყვარულში, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ვუყვარვარ.

ღმერთო, მადლობთ, რომ გესმის ჩემი. იმიტომ, რომ მე სხვანაირი ლოცვა არ ვიცი. მე მარტო მადლობის გადახდა ვიცი იმისთვის, რაც მაქვს.

შობას გილოცავ, ღმერთო.

ნინო თარხნიშვილი