როგორ დავამზადოთ ლიმონისგან შინაური ლიმონათი? - მშობლები

როგორ დავამზადოთ ლიმონისგან შინაური ლიმონათი?

2014-12-08 18:42:36+04:00

შინ დამზადებული ლიმონათი გაცილებით უფრო სასარგებლოა შეიძლება, ლიმონისგან სახლის პირობებშიც დაამზადოთ ლიმონათი, რომელიც საკმაოდ მავნე, საღებავებითა და ათასგვარი მინარევებით გაჯერებულ გაზიან ლიმონათებზე გაცილებით სასარგებლო იქნება.

1 კანგაცლილი ლიმონი ჩააგდეთ ბლენდერში, დაუმატეთ 5 ჭიქა წყალი (თუ ბლენდერში ამდენი არ ეტევა, ნაკლები წყალი დაასხით და შემდეგ შეავსეთ ხუთ ჭიქამდე), შაქარი გემოვნებით.

კარგად გათქვიფეთ, საცერში გაწურეთ და მზადაა. ზაფხულობით შეგიძლიათ, ყინულიც დაამატოთ. ასევე უხდება ნედლი პიტნის ფოთლები.