პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის უმცროსი, 4 წლის ვაჟის ლუის საქციელმა ელისაბედ დედოფლის იუბილეზე, მსოფლიო მოიცვა. მისი ფოტოები და ვიდეოებით გაივსო სოციალური ქსელი თუ მედია. საუბრობდნენ მის ტანტრუმზე, უჩვეულო ქცევებზე, უსაქციელობაზე და სვამდნენ ათასგვარ დიაგნოზს. როგორც ჩანს, სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გამოეხმაუროს ამ ამბავს და აუხსნას საზოგადოებას.
სამეფო ოჯახის წევრმა მაიკ ტინდალმა, რომელიც ელისაბედ დედოფლის შვილიშვილის ზარა ტინდალის ქმარმა განმარტა, რატომ იქცეოდა ლუი ასე. მისი თქმით, ღონისძიებაზე ბავშვებმა ბევრი ტკბილეული ჭამეს. იქ ბევრი ტკბილეული იყო და ბავშვი აგზნებული იყო ზედმეტი ტკბილისგან. ასევე მისი განმარტებით, ბავშვებისთვის არ არის იოლი ოფიციალური ღონისძიებების ატანა, ეს რთულია, პატარები არიან და ღონისძიებები დიდხანს გრძელდება. თავად ტინდალიც იქ იყო ქალიშვილებით და ლუის გართობასაც ცდილობდა.
თავად კეიტმა და პრინცმა კი ასეთი ტექსტი გამოაქვეყნეს ღონისძიების შემდეგ:
"ეს იყო დაუვიწყარი უქმეები. ყველამ კარგი დრო გავატარეთ, განსაკუთრებით - ლუიმ“.