ცნობილი პოპ-მომღერლის ჯასტინ ბიბერის მდგომარეობით უამრავი მისი თაყვანისმცემელია შეწუხებული. როგორც სულ ახლახან მისმა ცოლმა ჰეილი ბიბერმა თქვა, ჯასტინს სახის ნახევარი აქვს პარალიზებული რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო.
- ყველაფერი კარგად არის, ბევრად უკეთ გრძნობს თავს. ეს ძალიან საშინელი და მოულოდნელი სიტუაცია იყო. ნელ-ნელა უკეთ იქნება, - აღნიშნა ჰეილიმ.
ჯასტინმა კი თავის დაავადებაზე ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ისაუბრა.
- როგორც ხედავთ, ამ თვალს ვერ ვახამხამებ. ვერ ვიცინი სახის ერთ მხარეს. ეს ნესტოც არ მოძრაობს.
დაავადების გამო ბიბერს მოუწია ნიუ-იორკში კონცერტის გაუქმება, თუმცა თაყვანისმცემლებს შეჰპირდა, რომ როგორც კი მოკეთდება, დაუბრუნდება სცენას.
- სახის ვარჯიშებს ვაკეთებ და ვცდილობ, მალე დავუბრუნდე ნორმალურ მდგომარეობას. არ ვიცით, რა დროს წაიღებს ეს, თუმცა ყველაფერი კარგად იქნება, - ამბობს ჯასტინი.
რამსეი-ჰანტის სინდრომი იწყება ყურის მიდამოებში, სახეზე ან პირში მკტივნეული გამონაყარით. ძალიან იშვიათად, ჩუტყვავილის შემდგომი გამოვლინებაა, როცა ვირუსი თავში ნერვს ურტყამს და ხანდახან პარალიზებას იწვევს.
მათ დღესაც უჭირთ კითხვა, თვლა და თასმების შეკვრაც კი - ვარსკვლავები უჩვეულო პრობლემებით
დედამ მამა მის თვალწინ მოკლა; ბიძამ გააუპატიურა; ქალი, რომელიც და ეგონა, დედა აღმოჩნდა; 14 წლისას ეყოლა შვილი - საშინელი საიდუმლოები, რომლებსაც ვარსკვლავები მალავენ