"მას ნამსდვილად აქვს ნიჭი და შრომისმოყვარეობა" - წერენ ვიდეოზე, რომელიც სულ ახლახან გავრცელდა. მასზე ასახულია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის, შაილო პიტის ცეკვა. 16 წლის შაილო სერიოზულად არის გატაცებული ცეკვებით და როგორც ჩანს, ნამდვილად ბევრს მუშაობს. ვიდეო სტუდია Millennium Dance Complex-შია გადაღებული, სადაც დადის შაილო და სწავლობს ცეკვას.