58 წლის მსახიობმა ბრედ პიტმა ბრიტანულ ჟურნალ GQ-ს ყდა დაამშვენა და ინტერვიუც მისცა გამოცემას. ფოტოსესიაზე ჯორჯო არმანის, ტომ ფორდის და ივ სენ ლორანის სამოსით წარდგა, ასევე შექსპირის "ჰამლეტის" პერსონაჟ ოფელიას სახით ჯონ ევერეტის ცნობილი ნახატიდან.
მსახიობი ბოლო დროს იშვიათად მონაწილეობს ფილმებში, ძირითადად, პროდიუსერობს. ამბობს, რომ ხშირად ფიქრობს მომავალზე, გზაზე, რომელიც სურს გაიაროს თავისი დატვირთული შემოქმედებითი კარიერის ბოლოსკენ.
"ვფიქრობ, რომ უკვე ბოლო ამოსუნთქვა მაქვს, სადღაც ბოლო სემესტრში ან ტრიმესტრში ვარ", - აღნიშნა პიტმა.
ასევე ისაუბრა, თუ როგორ იწერს თავის სიზმრებს და მერე ცდილობს გააანალიზოს. ასევე დაკავებულია ფილოსოფიური საკითხების კვლევით. "აქ, კალიფორნიაში, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ "იყო ის, ვინც ხარ". მე მაწუხებდა შეკითხვა: რას ნიშნავს იყო "ნამდვილი"? ჩემთვის ეს ნიშნავს იმ ღრმა იარების აღიარებას, რომლებიც გვაქვს. ყოველთვის მარტოდ ვგრძნობდი თავს ჩემს ცხოვრებაში. მარტო ვიყავი ბავშვი და მარტო ვარ აქაც. მხოლოდ ბოლო პერიოდია მეტად დავუახლოვდი მეგობრებს და ოჯახს. მე მკვლელი ვარ, საყვარელი ვარ. მაქვს უნარი დიდი თანაგრძნობის, თუმცა ფსკერამდე დაშვებაც შემიძლია".
მსახიობმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ შვებას გვრის შემოქმედება, რომელსაც პანდემიის დროს მიუბრუნდა.
"მე იმ ადამიანებს შორის ვარ, ვინც ხელოვნების მეშვეობით საუბრობს. უბრალოდ, სულ მინდა რაღაც შევქმნა. თუ არ ვქმნი, თითქოს ვკვდები".
დღეს იწყებს გიტარაზე დაკვრით და ასევე დაკავებულია კერამიკით. ამბობს, რომ მუსიკა ავსებს სიხარულით, ხოლო კერამიკა, ხელოვნება ამშვიდებს.
ბრედმა ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ გადასვლაზეც. უკვე ექვსი წელია ალკოჰოლს არ იღებს. მას მერე, რაც ენჯის დაშორდა, ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოებაშიც დადიოდა და სმაც მიატოვა.