ტელეწამყვანი და მოდელი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თითქმის 100 ათასი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. მისი საქმიანი, სარეკლამო ფოტოების გარდა, დიდი მოწონებით სარგებლობს მისი ოჯახური ფოტოები.
მარიამს და მის მეუღლეს გიორგი ლაშქარაძეს ულამაზეს წყვილად მოიხსენიებენ და იმასაც კი წერენ, რომ მარიამი ქართველი ტინა კუნაკია, ხოლო მისი მეუღლე, ვენსან კასელზე უკეთესი.


წყვილს 3 წლის შვილი ჰყავს, ზუკა, რომელიც ასევე პოპულარულია მარიამის გამომწერებს შორის.
ცნობისათვის, მარიამი ნახევრად აფრიკელია. მამამისი ლამინ სანოგოა, დედა - თინა დავითაშვილი. "მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მარიამი და გიორგი დედებთან ერთად. მარცხნივ პირველი - მარიამის დედა


