ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ არ არის დაბადებული მშობლობისთვის. თუმცა, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. არიან ისეთები, რომლებსაც დედობრივ ინსტინქტზე ასტროლოგიის გავლენის სჯერა, ზოგი კი ამ ყველაფერს არ ეთანხმება. აღსანიშნავია გარემოც, სადაც მშობლები იზრდებოდნენ და ის ღირებულებები, რასაც თავად ასწავლიდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ასტროლოგები ასახელებენ იმ ნიშნებს, რომლებსაც შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობის განცდა აქვთ ამ საკითხში. თუმცა თუ ამაზე ფიქრობენ და ეს საკითხი აღელვებთ, "ვარსკვლავების გავლენის" შეცვლაც შეუძლიათ და ზოდიაქოს საპირისპიროდ წასვლაც. ასევე ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ საკუთარი ნიშნის დახასიათებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ვარსკვლავების გავლენები და თუ რომელი ნიშანი იყო წარმმართველი, როცა დაიბადე. შეიძლება, კლასიკურად ვერძის ნიშანში ხარ დაბადებული, მაგრამ იმ დღესა და საათს, როცა დაიბადე, კუროს ნიშნის ქვეშ მოექეცი.
მოკლედ, ეს ზოგადი დახასიათებაა ასტროლოგების მიერ შედგენილი:
ვერძი
ვერძებზე გავლენას მზე ახდენს, შესაბამისად, მათი ენერგია ამოუწურავია. ისევე, როგორც ეგოიზმი. როგორც დედები, ამ ამპლუაშიც თავისუფლებისკენ არიან მიდრეკილნი და ბავშვები ხმაურისა თუ საყვედურების თავდასაცავად ხშირად დივანზე კუთხეში სხდებიან და ბალიშს იფარებენ. ან კიდევ ყურსასმენებს ირგებენ. საკუთარი უკონტროლო ქცევის გამოსწორებას ვერძი საჩუქრებითა და ბოდიშის მოხდით ცდილობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მუდმივად მზად არიან, თავიანთი შვილები დაიცვან. ასევე, უპირატესობაა ისიც, რომ აღზრდის დროს სხვა მშობლებს არ ეჯიბრებიან და მათ თავიანთი შეხედულებები აქვთ.
კურო
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ დედებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ და ზედმეტ დაინტერესებას საჭიროდ არ თვლიან. მეტად არიან დაკავებული სახლითა და სამზარეულოთი, ვიდრე აღზრდის საკითხებით. ასევე, შესაძლოა ძალიან მარტივად განსაჯონ თავიანთი შვილები, უყვართ კრიტიკა, დაუსაბუთებლად დაადანაშაულონ, რაც საბოლოოდ ბავშვების დაბალ თვითშეფასებას განაპირობებს. გარდა ამისა, გაბრაზებული კურო საერთოდ ვეღარ აკონტროლებს ემოციებს და შვილების მიმართ მრისხანებას ავლენს.
მშვილდოსანი
მშვილდოსან დედას შვილის გრძნობები არავისზე ნაკლებად არ აინტერესებს, მაგრამ იგი ბავშვის მორალურ მხარეს ძალიან მკაცრად აფასებს. მშვილდოსან მშობელთან კამათი კოსმიურ მასშტაბებს იღებს. იგი ხშირად ერევა ბავშვის ცხოვრებაში, აკრიტიკებს და მაშინაც კი, როდესაც შვილი უკვე ზრდასრულია და პარტნიორის არჩევას იწყებს, ავლენს ეგოისტურ ქცევას და ფიქრობს, რომ მის ირგვლივ მხოლოდ ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და ამას ყველა უნდა დაემორჩილოს.
ტყუპები
ტყუპი მშობლების გამორჩეული თვისება დაუდევრობაა. შესაძლოა ლანჩისთვის შვილს ლექსი და ბუმბული ჩაუდონ ჩანთაში და არა ნამდვილი საკვები. ტყუპებს პლანეტა მერკური მართავთ. ეს თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის პლანეტაა. ძალიან უყვართ ლაპარაკი, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციითაც ცვლიან ინფორმაციას და ბავშვს რეალობის აღქმა უჭირს. ასევე, ხშირად შვილებს ლაპარაკს არ აცდიან და ეს მათ აიძულებთ, უკან დაიხიონ და რთულ სიტუაციებს ვეღარ გაუმკლავდნენ. მაგრამ, უკვე ზრდასრულ ასაკში ასეთი მშობლების შვილები, ბავშვობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რთულ ადამიანებთან კომუნიკაციას მარტივად ახერხებენ.
სასწორი
სასწორები კონფლიქტებისა და ჩხუბისკენ მიდრეკილნი არ არიან და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ. მათ პლანეტა ვენერა მართავთ. იმდენად მნიშვნელოვანია ესთეტიკა, ოჯახის იმიჯი, რომ ხშირად ბავშვებს არც ეკითხებიან, რა სურთ, ისე აკეთებინებენ ყველაფერს. ხშირად აინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები მათ შვილებზე, როგორ გამოიყურებიან ისინი გარედან და ხშირადვე სხვის აზრს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ბავშვებს ტრავმას აყენებს. ასევე, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ძალიან ბევრს ყოყმანობენ და დაუდევრობაც ახასიათებთ აღზრდის საკითხებში.
ლომი
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული დედებისთვის ბავშვები მათი საკუთარი ენერგიის გაგრძელებაა. ეს ეხება როგორც წარმატებებს, ასევე წარუმატებლობებს. შედეგად, ბავშვები ტრავმირებულები არიან, რადგანაც დედა ხშირად მათ აბრალებს იმას, რის გამოც ცუდადაა. ლომ დედებს ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი შეუდარებლები ხდებიან მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების დაბადების დღის წვულების მოწყობას ეხება.
ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ცოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ცოლების რეიტინგი