პრინც ლუის, რომელიც უკვე უამრავი მემის გმირია, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - მუდამ მოწესრიგებული და სამაგალითო პრინცი ჯორჯი. გასულ უქმეებზე ის მშობლები უიმბლდონის ტურნირის ფინალზე წაიყვანეს. კორტებზე ერთმანეთის წინააღმდეგ იდგნენ ნოვაკ ჯოკოვიჩი და ნიკ კორიოსა. სერბი სპორტსმენი მეშვიდედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი.
კეიტ მიდლტონი ამბობს, რომ ჯორჯი ჩოგბურთის ფანია. ემოციური გულშემატკივრობის გამო იყო ასე აჟიტირებული თუ უბრალოდ დასცხა მკაცრ კოსტიუმში, ფაქტია, რომ კომფორტულად არ იყო და ამას გამოხატავდა სხვადასხვანაირად. ხან ცხვირში შეიყო თითი, ხან ფრჩხილებს იკვნეტდა, ხან კი ოფლს იწმენდდა შუბლიდან. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფები ადგილზე იყვნენ, ყველა კადრს იღებდნენ და ინგლისში ახლა იმაზე მსჯელობენ, უილიამის და კეიტის შვილებს აღზრდა აკლიათ თუ უბრალოდ დაიღალნენ მკაცრი წესებით.
სამეფო ოჯახმა პრინც ლუის უჩვეულო საქციელი ახსნა - "ბევრი ტკბილი ჰქონდა ნაჭამი...“