"მაიკროსოფტის" დამაარსებელი ბილ გეიტსი აცხადებს, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას გადასცემს მის მიერვე ყოფილ ცოლთან ერთად დაარსებულ ფონდს Gates Foundation. ამის შემდეგ, ის აღარ იქნება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში. "ნელ-ნელა დავიწევ ქვემოთ და დავტოვებ უმდიდრესი ადამიანების სიას".
აქამდე ის ყოველწლიურად 6 მლრდ დოლარს სწირავდა ქველმოქმედებას, მაგრამ "ჩვენი დროის უდიდესი კრიზისები მეტს ითხოვს". ამიტომ მილიარდერმა ფონდს უკვე გადასცა 20 მლრდ დოლარი.
"ვალდებული ვარ, დავუბრუნო ჩემი რესურსები საზოგადოებას იმ საშუალებებით, რაც დიდ გავლენას ახდენს ტანჯვის შემცირებასა და ცხოვრების გაუმჯობესებაზე. იმედი მაქვს, სხვა მდიდარი ადამიანებიც, რომლებსაც პრივილეგირებული თანამდებობები აქვთ, გადადგამენ ნაბიჯს წინ".
გეიტსების ფონდი უმსხვილესი კერძო ფონდია აშშ-ში, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარება.
ცნობისათვის, დღეს "ფორბსის" მონაცემებით, გეიტსის ქონება 122,1 მლრდ დოლარია და ის მეოთხეა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში.
ვინ არის ქალი, რომელსაც ბილ გეიტსის 27-წლიანი ქორწინების რღვევას აბრალებენ?
აი, რატომ დატოვა ბილ გეიტსმა თავისი შვილები მემკვიდრეობის გარეშე