თანამედროვე ფსიქოლოგია თვლის, რომ გენიოსობა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება. ესენია:
მოტივაცია, როდესაც ბავშვი რაღაცისკენ ისწრაფვის,
ინტელექტი, რომელიც IQ-თი განისაზღვრება და
კრეატიულობა, რომელიც ასევე ინტელექტის ტესტებით იზომება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსგავსი ტესტები ნამდვილად მუშაობს და ბავშვის უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. მათივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის საქმიანობა პოლიმოტივირებულია, ანუ ის ერთდროულად ბევრ მოტივს ეფუძნება. უფრო მეტიც, ჩვენ მხოლოდ მათ ნაწილს ვაცნობიერებთ.
სპეციალისტები გვთავაზობენ, საილუსტრაციოდ ბავშვების ძირითადი საქმიანობა, სწავლა ავიღოთ. მაგალითად, არსებობს სოციალურად ღირებული მოტივები: მოვალეობის ან პასუხისმგებლობის გრძნობა. არის ეგოისტური მოტივები - შეჯიბრის ან ოლიმპიადის მოგება, მედლის აღება, შექების დამსახურება. გარდა ამისა, ამ პროცესში უსიამოვნების თავიდან აცილების მოტივებიც არსებობს, როცა ბავშვი ცდილობს, ყველაფერი სწორად გააკეთოს და საყვედური არ დაიმსახუროს. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს უყვართ ხატვა, მათემატიკა, ბიოლოგია, დაინტერესებულნი არიან ფერწერით.
მაინც, რა განსხვავებაა გენიოს და ნიჭიერ ადამიანებს შორის? ექსპერტების თქმით, საზოგადოება გენიოსების ტიტულებს სუბიექტურად ანიჭებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ეპოქალური აღმოჩენები გააკეთეს, ადამიანებს, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს აზროვნება, ქცევა, ცხოვრება. ნიჭი კი ამ პროცესის ერთი საფეხურია.
ნიჭიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პოტენციალი, თუმცა, გენიოსისგან განსხვავებით, მას სწორად ვერ იყენებდეს. ყველა ნიჭიერი ადამიანი ვერ აღწევს წარმატებას და მეტიც, ზოგჯერ მათი ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. ამ პროცესში ინტელექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტელექტს ბავშვი თავდაპირველად მემკვიდრეობით იღებს, თუმცა შემდეგ გარემოს გავლენაც ძალიან დიდია.
კრეატიულობა
კრეატიულობის 50% გარემოზეა დამოკიდებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. იმ გარემოში, სადაც ბავშვი იზრდება, აუცილებელია იყოს ადამიანი, რომელსაც იგი მიბაძავს. ეს შეიძლება იყოს მშობელი, ნათესავი, პედაგოგი, ლიტერატურული ან კინოგმირიც კი.
ძალიან ნიჭიერი ბავშვი თუ ბავშვი ნიჭით?
ფიქრობთ, რომ ეს ერთი და იგივეა? - როგორც სპეციალისტები ამბობენ, არა. გენიოსი ბავშვები ბავშვების მთლიანი რაოდენობის, ფაქტობრივად, 2-5%-ს შეადგენენ. მაგრამ, თავად ნიჭი ბავშვის ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალია.
"დღეს ნიჭიერება წარმატების გზით განისაზღვრება, თუმცა ასე არ არის. ბავშვი, რომელმაც სკოლა ვადაზე ადრე დაამთავრა, წარმატებულია, თუმცა შესაძლოა ნიჭიერი არ იყოს. წარმატებული ადამიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება მეტყველებას, აზროვნებას და ქცევის თავისებურებებს მივაქციოთ. ძალიან ნიჭიერი ნიჭიერი", - ამბობენ სპეციალისტები.
როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა ბავშვი მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი?
ბავშვი თანატოლებისგან განსხვავდება. სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი კონცენტრაციის დონეა. რაც უფრო დიდი ხნით შეუძლია ბავშვს ერთ რამეზე ფოკუსირება, მაგალითად, სათამაშო კოშკების აშენება, ხმოვანი წიგნის მოსმენა, მით ნაკლებად გექნებათ მომავალში მის მეცადინეობასთან და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით სანერვიულო. ექსპერტების აზრით, ნიჭიერ და იმავდროულად ბეჯით ბავშვს შეუძლია ერთი და იგივე საქმე დიდი ხნის განმავლობაში აკეთოს.