პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია მაყურებელმა უფრო ახლოს მას შემდეგ გაიცნო, რაც გადაცემა "სთორის" წამყვანი გახდა. მანამდე მასზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ედუარდ შევარდნაძის რძალი იყო. ეს მისი პირველი ქორწინება გახლდათ. ამ ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი, ედუარდი, საქართველოს მეორე პრეზიდენტის მოსახელეა.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, შემდეგ თათიამ ცხოვრება სანდრო შელიას დაუკავშირა. წყვილი ჰარმონიულად 10 წელიწადი ცხოვრობდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თათია და სანდრო 2 თვის წინ დაშორებულან. ამის შესახებ საჯარო განცხდება, ჭორების თავიდნ ასცილებლად, თავად სანდრომ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა.
"ძვირფასო მეგობრებო,
იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ჭორები და მითქმა-მოთქმა, სჯობს მე თვითონ ვიქნები პირველადი წყარო და გაგიზიარებთ, რომ ორიოდე თვეა, რაც მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10-წლიანი ურთიერთობის დასრულება და ამავე დროს, რომ ეს არის მტკივნეული, თუმცა კარგად გააზრებული გადაწყვეტილება.
ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად ჩვენი უმაგრესი ბიჭების აღზრდაში და ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ბედნიერებისთვის.
მადლობას მოვახსენებ მათ, ვინც გამიზიარა გულისწყვეტა და ასევე უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდით ამ წლების მანძილზე.
ეს ისტორია დასრულდა, თუმცა მე ვრჩები საქართველოში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რომელშიც თავის დროზე სიყვარულმა დამაბრუნა. ვრჩები თქვენ გვერდით და მოქალაქედ, რომელიც არ დაიშურებს ძალას და ენერგიას მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ჩვენი საქართველოს განვითარებისთვის.
პრესის საყურადღებოდ: აქ წერია ყველაფერი ის, რაც მინდოდა გამეზიარებინა საზოგადოებისთვის ამ საკითხთან მიმართებით და შესაბამისად თავს შევიკავებ რაიმე დამატებითი კომენტარისგან."
თეკლა ჟვანია