რიკი მარტინი ძმიშვილმა ძალადობაში ამხილა - მომღერალს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება - მშობლები

რიკი მარტინი ძმიშვილმა ძალადობაში ამხილა - მომღერალს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება

2022-07-18 06:26:51+04:00
ცნობილი პუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინი კვლავ სკანდალური ამბების ცენტრში მოექცა. აპრილში ადგილობრივმა პრესამ გამოაცხადა, რომ უცნობმა მამაკაცმა მარტინი ოჯახურ ძალადობაში ამხილა და პოლიცია აპირებდა მომღერლისთვის სავარაუდო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვას. ახლა გაირკვა, რომ ეს მამაკაცი მისი საკუთარი ძმიშვილი აღმოჩნდა. 

ესპანური გამოცემა 50 წლის რიკი მარტინის ძმის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სასამართლოს რიკის ძმიშვილმა, 21 წლის დანიელ დენის სანჩესმა მიმართა. მისი თქმით, ბიძას მასთან რომანი ჰქონდა და 2022 წლის დასაწყისში დენისმა გადაწყვიტა, ეს რომანი დაესრულებინა. თუმცა ბიძამ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მისი დევნა დაიწყო, ძალადობის ელემენტებით. თუ მას დაუმტკიცდა ბრალი, 50 წლით პატიმრობა ემუქრება ინცესტისთვის. 
mshoblebi
რიკი მარტინი და დანიელ სანჩესი

სასამართლო 21 ივლისს არის ჩანიშნული. სანჩესი ჩვენებას მისცემს. რიკი მარტინი უარყოფს ბრალდებას და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მომღერლის ძმიშვილი ფსიქიკურად დაავადებულია და მენტალურ პრობლემებს დააბრალეს ეს ყველაფერი. 
mshoblebi
ცნობისათვის, რიკი მარტინი 2017 წლიდან ცხოვრობს მხატვარ ჯვან იოსეფთან ერთად. ისინი ერთად ზრდიან სუროგატი დედების მიერ გაჩენილ სამ ბიჭსა და ერთ გოგონას. 
mshoblebi