ჰოლივუდის ვარსკვლავი ალისია სილვერსტოუნი ცნობილია თავისი უჩვეულო აღზრდის მეთოდებით. საზოგადოების შოკირებასაც კი ახერხებს თავისი გამონათქვამებით და აღიარებით. მაგალითად, ადრე ამბობდა, რომ 9 წლის ვაჟთან ერთად ბანაობდა. ბეარს, რომელიც ყოფილი ქმრისგან კრისტოფერ ჯარეკისგან ჰყავს, მკაცრ ვეგეტარიანელად ზრდის, რადგან თავად ვეგანია, და წლებია ამის გამოც იმსახურებს კრიტიკას, რადგან მოზარდ ასაკში ვეგანიზმს და მკაცრ ვეგეტარიანელობას ხშირად მოაქვს ცუდი შედეგები.
სულ ახლახან ინტერვიუში აღიარა, რომ ჯერ კიდევ ერთად სძინავთ მას და მის უკვე 11 წლის ვაჟს.
- მე დედა ვარ, ბუნებას ვუსმენ, მოსიყვარულე დედა ვარ. მჯერა სიყვარულის, მჯერა ბუნების, თუმცა ჩვენს საზოგადოებას ეშინია ბუნებისაც და სიყვარულისაც. რომ გეცხოვრათ სადმე ველურ ბუნებაში, სადაც ცხოველებია, და არ დაიწვენდით შვილს გვერდით, მას უბრალოდ შეჭამდნენ, - ამბობს ალისია.
ალისიამ ისიც თქვას, რომ თითქმის არასდროს უსარგებლია პამპერსებით, ამის ნაცვლად შვილის სიგნალებს უგდებდა ყურს, რომ გაერკვია, როდის სჭირდებოდა მას ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ის ამბობს, რომ დედობა მისთვის "ყველაზე ძვირფასი, ყველაზე განუმეორებელი გამოცდილებაა ამ სამყაროში" და დასძინა, რომ მისთვის ეს "ღვთიური" რამაა.
ინტერვიუში ალისიამ იმაზეც ისაუბრა, რომ მის ვაჟს თანატოლები ვარცხნილობის გამო აკრიტიკებდნენ - მაშინ ბეარს ძალიან გრძელი თმა ჰქონდა, მერე კი გადაწყვიტა, შეეჭრა. ალისია ამბობს, რომ დიდი იმედი აქვს, ბეარს ისევ მოუნდება გრძელი თმის ტარება, რადგან ალისიას ძალიან მოსწონდა.
