სიცოცხლის პირველი სამი თვე ჩვილისთვის ე.წ. მეოთხე ტრიმესტრია - დიახ, ასეც უწოდებენ თურმე, რადგან პატარა დედის მუცლის მეორე მხარეს აღმოჩნდება უცებ და სწავლობს ამასთან შეგუებას. ამ დროს ბავშვი ხელში ხშირად უნდა აიყვანოთ, უკვე ხელით უნდა ატაროთ და არა მუცლით, რადგან ის ასე უფრო მშვიდად და ჩვეულ გარემოში გრძნობს თავს, სწავლობს სითბოს შენარჩუნებას, დედის ლაქტაციისთვისაც კი ეს უკეთესი ყოფილა.
ნეონატოლოგები ამბობენ, რომ კანით კანთან კონტაქტი ლაქტაციის ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს - პროლაქტინისა და ოქსიტოცინის. ეს უკანასკნელი მიჯაჭვულობის ჰორმონია და პასუხს აგებს დედასა და შვილს შორის კავშირზე. თუ პატარას არ აიყვანთ ხელში და არ ჩაიხუტებთ, მას უფრო გაუჭირდება სითბოს შენარჩუნეა, უფრო შეაწუხებს კოლიკები მუცელში და შესაძლოა, ამან ლაქტაციის გაუარესებაც გამოიწვიოს.
ბავშვის ხელში აყვანის კიდევ ერთი უპირატესობა ყოფილა ის, რომ როცა ბავშვი სხვადასხვა მდგომარეობაშია, ანუ მხოლოდ არ წევს ზურგზე, არამედ ხელშიც იყვანენ ხოლმე, მას აქვს საშუალება, სამყარო შეისწავლოს. თანაც ამ დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან დედა გვერდითაა.