მსახიობი ლაშა გურგენიძე და დიზაინერი თაკო მჭედლიშვილი 6 წელია, ერთად არიან. თუმცა ოფიციალურად ახლა იქორწინეს. მათ ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა ქორწილის ვიდეო და ფოტოები.
როგორც ცნობილია, ლაშამ ოფიციალურად ცოლობა თაკოს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში, პირდაპირ ეთერში სთხოვა. - ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო? - ჰკითხა მაშინ საყვარელ ქალს და სასურველი თანხმობაც, რასაკვირველია, მიიღო.