ზაფხულის არდადეგები ბევრი ბავშვისთვის მოგზაურობასა და დროის მხიარულად გატარებასთან ასოცირდება. თუმცა, არიან მშობლები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო, შვილები ქალაქიდან ვერ გაჰყავთ და სურთ, რომ ამ პირობებში სახალისო თავგადასავალი შეუქმნან. გადავწყვიტეთ, გადაგვემოწმებინა სხვადასხვა პარკსა თუ გასართობ ცენტრში, რა პროგრამები აქვთ, რა თანხის გათვალისწინება დაგჭირდებათ და რომელი აქტივობების არჩევა შეგიძლიათ:
მთაწმინდის პარკში ასე გვიპასუხეს:
"მთაწმინდის პარკში ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა ღონისძიებაა და ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება. პარკი ყოველდღე მუშაობს და ატრაქციონები ჩართულია. ფასები კი 1 ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს და ატრაქციონის ტიპის მიხედვით განსხვავებულია. რა თქმა უნდა, თითოეულ გასართობს ინდივიდუალური ასაკობრივი შეზღუდვა აქვს და ეს ბავშვმა ადგილზე, მშობელთან ერთად უნდა გაარკვიოს."
კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ შვილები წაიყვანოთ და დრო ერთად გაატაროთ,
თბილისის ზოოპარკია.
"წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის შემეცნებითი ტური გვაქვს ხოლმე. თუმცა, აგვისტოში საგანმანათლებლო ცენტრი არ მუშაობს. ზოოპარკში ვიზიტი და დათვალიერება კი ჩვეულებრივ შეგიძლიათ." - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.
ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.
სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 1500-მდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, ბუნებაში მცირე რაოდენობით შემორჩენილი სახეობები.
ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმეების ჩათვლით.
სამუშაო საათები:
- 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე;
- 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე.
ბილეთების გაყიდვა წყდება ზოოპარკის დაკეტვამდე 1 საათით ადრე.
შესვლის საფასური:
- 3 წლამდე – უფასო.
- 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი.
- 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.
- ეგზოტარიუმში შესვლის საფასური:
- 3 წლამდე – უფასო.
- 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი.
- 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.
სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად."
სხვადასხვა გასართობი შეთავაზება მოქმედებს
"ფოკუს-მოკუსში" (ისთ-პოინტში) და შეგიძლიათ შემდეგი პაკეტები შეიძინოთ:
- პაკეტი პატარები 20₾
- პაკეტი მოზარდები 30₾
- პაკეტი თინეიჯერები 40₾
- პაკეტი ოჯახი 4x4 100₾
- სპეციალური შეთავაზება 20 ატრაქციონი = 50₾
- სპეციალური შეთავაზება 35 ატრაქციონი = 70₾
უფრო კონკრეტულად, რა შედის აღნიშნულ პაკეტებში, შეგიძლიათ, გასართობი ცენტრის გვერდზე ნახოთ. ინდივიდუალურად, პაკეტის შეძენის გარეშე კი სხვადასხვა ატრაქციონს სხვადასხვა ფასი აქვს და ესეც დეტალურადაა განმარტებული. "ფოკუს-მოკუსი" ისთ ფოინთში მდებარეობს.
სხვადასხვა პაკეტი აქვს
"რია-რიასაც". მაგალითად, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 20 ლარი მთელი დღის განმავლობაში, 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი 20 ლარად 2 საათის განმავლობაშია გასართობი აქტივობები გათვალისწინებული. გარდა ამისა, არსებობს საოჯახო პაკეტები 75 და 90 ლარად. დეტალური ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ "რია-რიას" ვებგვერდს ეწვიოთ და გადაამოწმოთ, რომელ პაკეტში რა ტიპის თამაში შედის. პაკეტის შეძენის გარეშე კი ინდივიდუალურად შეგიძლიათ სხვადასხვა გასართობი თამაში აირჩიოთ და მათი ფასიც განსხვავებულია. "რია-რია" გალერია თბილისში მდებარეობს.
ცხელი დღეების გატარება
"ჯინო ფერედაისშიც" შეგიძლიათ. ადმინისტრაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზოგადი ფასები და ასევე საოჯახო პაკეტები ასეთია:
- 2 უფროსი + 1 ბავშვი (6 დან 14 წლამდე) 159 ლარი კვირის დღეებში, უქმე დღეებში 180 ლარი
- 2 უფროსი + 2 ბავშვი (6 დან 14 წლამდე) 199 ლარი კვირის დღეებში, უქმე დღეებში 229 ლარი
- 2 უფროსი + 3 ბავშვი (6 დან 14 წლამდე) 249 ლარი კვირის დღეებში, უქმე დღეებში 279 ლარი
- 2 უფროსი + 4 ბავშვი (6 დან 14 წლამდე) 300 ლარი კვირის დღეებში, უქმე დღეებში 348 ლარი
პაკეტების გარეშე ფასები ასეთია:
სამუშაო დღეებში:
მთელი დღე - 59 ლარი
17:00-დან - 39 ლარი
უქმე დღეებში:
მთელი დღე - 69 ლარი
17:00-დან - 49 ლარი
6 წლამდე პატარები უფასოა.
კიდევ ერთი საცურაო სივრცე თბილისში
"ევროპარკშია" და მათაც სპეციალური შეთავაზება აქვთ:
- ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 35 ლარი (ერთ შეძენილ ბილეთზე ერთი 7 წლამდე ბავშვი სარგებლობს უფასო ვიზიტით)
- შაბათ-კვირას 45 ლარი (ერთ შეძენილ ბილეთზე ერთი 7 წლამდე ბავშვი სარგებლობს უფასო ვიზიტით)
ასევე, მომხმარებლებს საშუალება აქვთ,
HOTSALE-ის მომსახურებით ისარგებლონ.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ სხვა აუზების შესახებ ინფორმაცია.
შეგიძლიათ შვილებთან ერთად თბილისის
ბოტანიკურ ბაღსაც ეწვიოთ. თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 9:00-დან 19:30-მდე მუშაობს. დათვალიერების საფასური კი ასეთია:
- უფროსებისთვის: 4 ლ.
- სტუდენტებისთვის: 1 ლ.
- მოსწავლეებისთვის: 50 თ.
- საოჯახო ბილეთი - 6 ლარი
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის: უფასო
ასევე მშობლებს შეუძლიათ, პატარები წაიყვანონ ქალაქში არსებულ მუზეუმებში, რომლების უმრავლესობა ღიაა დამთვალიერებლებისთვის, და გამოფენებზე თბილისის გალერეებში.
თამარ იაკობაშვილი