დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი ქცევის კონტროლი - მათ უნდათ თამაში, სირბილი და არა მეცადინეობა და სახელმძღვანელოებში ქექვა. ამიტომ სწავლის მოტივაცია უნდა გავუღვიძოთ, რათა ინტერესი გაუჩნდეთ.
სკოლაში სიარულის ნაცვლად სახლში დარჩენის მიზეზების გამოგონება ბევრი მოსწავლის ჩვევაა: ან მუცელი აიტკიებს ან თავს. თუ ბავშვი ხშირად იმიზეზებს ცუდად ყოფნას, სინამდვილეში კი ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, ეს უკვე ფსიქოლოგთან ვიზიტის მიზეზიცაა და იმის საფუძველიც, კარგად გაარკვიოთ, რატომ არ სურს ბავშვს სკოლაში წასვლა.
შესაძლებელია, ვინმესთან კონფლიქტი აქვს, ან ვინმე ავიწროვებს. ეს შეიძებლება ბავშვის იყოც და ზრდასრულიც. როცა ბავშვი ასეთ ზეწოლას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება, ცდილობს რაც შეიძლება ხშირად აარიდოს თავი სასკოლო სივრცეს. წარმოგიდგენთ მშობლების 3 ყველაზე გავრცელებული შეცდომას, რომლებიც ბავშვს სწავლაში ხელს უშლიან.
1. გამუდმებით ჩიჩინი იმისა, კარგად უნდა ისწავლოს
ბავშვი ინტერესით უნდა სწავლოდეს და არა ძალადობით. მშობლები ხშირად ამბობენ: "უნდა ისწავლო, რომ წარმატებას მიაღწიო, რომ კარგი სამსახური და შემოსავალი გქონდეს. ყველა წინადადებაში „უნდას“ გამოყენება თრგუნავს ბავშვს. ბავშვს სინამდვილეში მშობლის ვალი არ აქვს. ასეთი დამოკიდებულებები კი უარყოფითად მოქმედებს სწავლის მოტივაციაზე.
ასევე, მშობლები ხშირად ეუბნებიან: "თუ არ სწავლობ, უმუშევარი დარჩები", "თუ არ მიიღებ უმაღლეს განათლებას, ღარიბი იქნები". ამრიგად, მშობლები ბავშვებს უკვე უყალიბებენ კომპლექსებს. უმჯობესია, სხვა ტონით ელაპარაკოთ, აუხსნათ, რომ თუ კარგად ისწავლიან, მაშინ ექნებათ მეტი შესაძლებლობები, რაც ჯერ არ იციან.
2. მშობლები ძალიან ბევრს ითხოვენ
მშობლები ხშირად ტვირთავენ შვილებს სხვადასხვა აქტივობებით, თითქოს უნივერსალური ჯარისკაცის აღზრდა უნდათ. მაგალითად, უნდა შეეძლოს ცეკვა, ძერწვა, ხატვა, კარგი ნიშნების მიღება და გარდა ამისა, იყოს სპორტსმენი. შედეგად, ბავშვს არც კი ესმის, რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო და დროთა განმავლობაში ჩნდება გულგრილობა ყველაფრის მიმართ.
ზედმეტი დატვირთვა იწვევს ასთენიას - მდგომარეობას, როდესაც ბავშვები მოდუნებულნი არიან. ბავშვის ორგანიზმი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს, ყველაფერი ეზარება, უჭირს ახალი ინფორმაციის აღქმა, გუნება-განწყობა ქვეითდება და თანდათან უყალიბდება პროტესტი ნებისმიერი ენერგიული აქტივობის მიმართ.
3. მშობლები თავიანთი პრობლემებით არიან შთაგონებულნი
მაგალითად, წარმოიდგინეთ დედა, რომელიც ზედმეტად ზრუნავს ბავშვზე, როგორც იტყვიან, სულს უბერავს, ოდნავი დაცემინებისას ექიმებთან მიჰყავს. დედა თავის მისიას მხოლოდ ბავშვზე ზრუნვაში ხედავს. მას ბევრ რამეში არ გაუმართლა, მოსაწყენი ცხოვრება აქვს და ბავშვმა მის სიცოცხლეს მთავარი აზრი შესძინა. ამიტომ სურს, ყველაფრისგან დაიცვას იგი, დარწმუნდეს, რომ უსაფრთხოდაა, ჯანმრთელია. სინამდვილეში, ჰიპერმზრუნველი დედა თვად ქმნის ისეთ პირობებს, რომ ბავშვი ვერც თავის დაცვას სწავლობს და არც გაკაჟების საშუალება აქვს.