ცნობილი ოჯახის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. მას მერე, რაც ბექჰემების უფროსმა ვაჟმა ბრუკლინმა მდიდარი ბიზნესმენის მემკვიდრე ნიკოლა პელტცზე იქორწინა, ოჯახში დაწყებულ კონფლიქტზე ბევრი საუბრობს. ვიქტორიასა და ნიკოლას შორის დაძაბულ ურთიერთობას უკვე ბრუკლინიც ვეღარ მალავს.
აქამდე ვრცელდებოდა ვერსია, რომ კონფლიქტი კაბის გამო დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში ბრუკლინის მეუღლემ სოციალურ ქსელში ნამტირალევი ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "ყველას აქვს დღეები, როცა ადამიანები გულს
ტკენენ. და ეს ნორმალურია, როცა ამის გამო თავს ცუდად გრძნობ და ნაწყენი ხარ".
მაშინვე ყველამ გადაწყვიტა, რომ ნიკოლა ვიქტორია ბექჰემს გულისხმობდა. ბრუკლინი კი, სანდო წყაროს თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკოლაც ბედნიერი იყოს და საყვარელ დედასაც არ დაერღვას სიმშვიდე. მათ კარგ ურთიერთობაზეც ბევრს მუშაობს. მოგვიანებით დაწერა კიდეც, რომ ჭორები ვრცელდება და სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის... განხეთქილების მიზეზებზეც მაშინვე ბევრი ვერსია გავრცელდა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ვიქტორიას ეწყინა, როცა ნიკოლა "ახალ მისის ბექჰემად" მონათლეს და ასე ვთქვათ, დედამთილს ტიტული ჩამოართვა. სხვების აზრით, ნიკოლას შურს ვიქტორიასი, რადგან ის ბევრად პოპულარულია და მას მეტ ყურადღებას აქცევენ. ცოტა ხნის წინ ნიკოლამ ჟურნალისტებს გაუმხილა, საიდან დაიწყო ყველაფერი. გოგონას თქმით, დაძაბულობა ქორწილამდე დაიწყო და გამოიწვია საპატარძლო კაბამ. ნიკოლამ არ ჩაიცვა დედამთილის კოლექციის კაბა (როგორც ცნობილია, ყოფილი მომღერალი ვიქტორია ბექჰემი წარმატებული დიზაინერია) და მის ნაცვლად, ვალენტინოს კოლექციაზე შეაჩერა არჩევანი.
ახლა კი ამბობენ, რომ მიზეზი მხოლოდ კაბა არ ყოფილა.

ვიქტორია მთელი ცხოვრება ცდილობს, იყოს სრულყოფილი: იდეალური ცოლი, ქალი იდეალური სხეულით (ამის გამო 25 წელია ერთსა და იმავეს მიირთმევს ვახშმად - თევზს და ბოსტნეულს), იდეალური მრავალშვილიანი დედა, იდეალური დიზიანერი... აი დედამთილობა კი იდეალური ჯერ ვერ გამოსდის.

მას მერე, რაც ბრუკლინი დაქორწინდა და ნიკოლას ყურადღებითა და სიყვარულით ანებივრებს, ამბობენ, რომ ვიქტორია გამუდმებით ცდილობს, სიტუაცია არიოს. არადა, ქორწინებამდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა სარძლოსთან. თუმცა ამბობენ, რომ კონფლიქტი უკვე ქორწილის დაგეგმვისა დაიწყო.
ზემოხსენებული საპატარძლო კაბის გარდა, რომლის გამოც ვიქტორია ნაწყენი დარჩა, კიდევ ერთხელ სიტუაცია უშუალოდ ქორწილში დაძაბულა.
დევიდ ბექჰემის მეგობარმა საქორწილო სიტყვა წარმოთქვა და ქება-დიდებით შეამკო ვიქტორია, ახალდაქორწინებულები კი თურმე საერთოდ არ უხსენებია. ყურადღებითა და სიყვარულით განებივრებულ ნიკოლას ეს იე სწყენია, იქვე წამოსვლია ცრემლები. მერე ატირებული სულაც გაქცეულა სუფრიდან და მთელი დარჩენილი საღამო ძალიან ნაწყენი იყო დედამთილსა და მამამთილის მეგობარზე.
ეს კიდევ არაფერია. ქორწილში ვიქტორიას ფაქტობრივად მოუპარავს ნიკოლისა და ბრუკლინის სიმღერა. როცა გაისმა კომპოზიცია You Sang to Me (ნიკოლის საყვარელი სიმღერა) და პატარძალი მოემზადა, რომ საყვარელ ქმართან ერთად ვალსი ეცეკვა, ამ დროს ვიქტორიას დაუჟინებია, რომ ამ მელოდიაზე თავად სურდა ბრუკლინთან ერთად ცეკვა. ყველას მოუწია დათანხმება, რომ ამდენი ხალხის თვალწინ სკანდალი არ მოეწყოთ, თუმცა ფაქტია, ინციდენტი მოხდა და ნიკოლი საკუთარ ქორწილში კიდევ ერთხელ ნაწყენი დარჩა.
ოჯახის წევრები ახლა აქტიურად უარყოფენ რაიმე სახის კონფლიქტს, თუმცა ფაქტია, რომ რძალ-დედამთილს შორის ომია გაჩაღებული და ბრუკლინს ძალიან დიდი მოთმინება მართებს, რომ რომელიმე საყვარელი ქალი არ დაკარგოს.