გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ბიჭი, გალაკტიონი, რომელსაც მოფერებით გალას ეძახიან, დღეს გაქრისტიანდა.
ნათლობის ცერემონია მამა პეტრე კვარაცხელიამ აღავლინა, პატარა გალას ნათლიები კი ანრი ჯოხაძე და რუსკა ქარქაშაძე არიან. ნათლობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რუსკაც და ანრიც აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდაში და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავეს მის ცხოვრებაში.
ნათლობის წვეულება ღია ცის ქვეშ მოეწყო. სტუმრებს შორის ფოტოებში ასევე ჩანან ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი, მაკა რაზმაძე, ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა, ნინო ნადირაძე და ა.შ.