თუ დედა გრიპით დაავადდა, უნდა მოაწოვოს თუ არა ძუძუ ბავშვს? დედის რძე რომ პატარისთვის საუკეთესო რამაა - როგორც საკვები, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი და როგორც ბევრი რამისგან დამცავი საშუალება, დიდი ხანია, ამაზე არავინ კამათობს. ჩვილ ბავშვს დედის რძე ბევრი დაავადებისგანაც იცავს - შეიძლება შეხვდეს ინფექციები და ვირუსები, მაგრამ გაცილებით ადვილად გადაიტანს, რადგან დედის რძით არის "გაძლიერებული".