ჰადეს და ლუკასის რეალური სიყვარულის ამბავი და საერთო შვილი: "ამჯერად ფანები მათმა ახალმა ფოტომ გაახარა" - მშობლები

ჰადეს და ლუკასის რეალური სიყვარულის ამბავი და საერთო შვილი: "ამჯერად ფანები მათმა ახალმა ფოტომ გაახარა"

2022-09-24 19:49:20+04:00


90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ნათ­ლის მოს­ვლას ხალ­ხი სა­ყო­ველ­თაო ჟრი­ა­მუ­ლით ხვდე­ბო­და, ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი სე­რი­ა­ლე­ბი იყო. ლა­მა­ზი ქა­ლე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით, მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ეკ­რანს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­ა­ჯაჭ­ვა. ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც 2000-ია­ნე­ბის თა­ო­ბას კარ­გად ახ­სოვს, ბრა­ზი­ლი­უ­რი „კლო­ნია...“

ქა­რიზ­მა­ტული და ძლი­ე­რი მუს­ლი­მი გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ჰადე ბე­დის წი­ნა­აღ­მდეგ წავა და ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლუ­კა­სი შე­უყ­ვარ­დე­ბა. სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი და მუ­რი­ლიო ბე­ნი­სიო მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რა. გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც. ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რა­დაც და­ქორ­წინ­დნენ, თუმ­ცა მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზა სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­და. ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­ნამ­დე კი, ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით...
ის დღეს ცნო­ბი­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ფო­ტო­მო­დე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რია. ახალ­გაზ­რდა ჯო­ვა­ნი სცე­ნა­ზე 11 წლის ასაკ­ში ავი­და. მისი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი კი 16 წლის ასაკ­ში შედ­გა. პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ალ „ტრო­პი­კან­კას“ მოჰ­ყვა, შემ­დეგ იყო სე­რი­ა­ლი „ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი“. კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ჯო­ვა­ნიმ რო­ლე­ბის­თვის უამ­რა­ვი ჯილ­დო მი­ი­ღო. ითა­მა­შა ბევრ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჰა­დეს რო­ლით უყ­ვართ.

ჰადე რა­ში­დის როლ­მა, სე­რი­ალ­ში "კლო­ნი" ის მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. სე­რი­ა­ლი აჩ­ვე­ნეს მსოფ­ლი­ოს 90 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. სე­რი­ალ­ში მუს­ლი­მე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი დე­ტა­ლუ­რად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი რი­კარ­დო მე­დი­ნა გახ­ლდათ, რო­მელ­საც სკო­ლი­დან იც­ნობ­და. მათ ერ­თად მხო­ლოდ ოთხი წელი გა­ა­ტა­რეს და 2001 წელს და­შორ­დნენ. სე­რი­ა­ლი "კლო­ნის" გა­და­ღე­ბე­ბის დროს მთა­ვა­რი გმი­რი მუ­რი­ლიო ბე­ნი­სიო შე­უყ­ვარ­და. ხან­გრძლი­ვი გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ვე­ღარ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა მათი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

განაგრძეთ კითხვა