სუხიშვილების ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას და მისი მეუღლის - გუჯა მათიაშვილის ვაჟმა მირიანმა ცოლი მოიყვანა. თეას და გუჯას ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსს, მარიამს, ასევე იცნობს საზოგადოება, რადგან ის სუხიშვილების აქტიური მოცეკვავეა.
რა თქმა უნდა, ქორწილს ცეკვების გარეშე არ ჩაუვლია და წყვილის ცეკვის გარდა, ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს მარიამის და მამამისის ცეკვა.
მირიანის რჩეული ელენე ბარამიძეა.
მოგვიანებით თეა დარჩიამ დედამთილის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
"ჩემი საოცარი დედამთილი, ნელი მაისურაძე. ვეცდები, მეც შენნაირი დედამთილი ვიყო".