საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან სრულად განახლდა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნა. პანდემიის პირობებში, როდესაც ბავშვები ბაღებში არ დადიოდნენ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს მშობლებს სახლში ატანდნენ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა შემოდგომისა და ზამთრის მენიუ, სადაც გაწერილია, რას მიირთმევენ ბავშვები საუზმეზე, წასახემსებლად, სადილსა და სამხარზე:
შეგახსენებთ, რომ გაცდენებთან დაკავშირებით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი კვლავ მოქმედებს.
აღნიშნული წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.
თამარ იაკობაშვილი