უმამოდ და სიღარიბეში გატარებული ბავშვობა, მუშაობა ადრეული ასაკიდან და ტანჯვით გაჩენილი შვილები - სოფი ლორენის რთული ცხოვრების გზა - მშობლები

უმამოდ და სიღარიბეში გატარებული ბავშვობა, მუშაობა ადრეული ასაკიდან და ტანჯვით გაჩენილი შვილები - სოფი ლორენის რთული ცხოვრების გზა

2022-10-12 08:53:08+04:00

სოფი ლორენი მსოფლიოში ცნობილი კინოვარსკვლავია. იტალიური წარმოშობის მსახიობი და მომღერალი, არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" შესრულებული როლისთვის მას "ოსკარი" გადასცეს და ამით სოფი ლორენი პირველი უცხოელი ქალი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. მსახიობს მრავალი აღიარება და პრიზი აქვს და ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავიც საპატიო ადგილს იკავებს. ლეგენდარული ქალბატონი ახლა 88 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება.

mshoblebi
სოფი ლორენის მშობლები ახალგაზრდობაში

სოფიაშიკოლონე 1934 წლის 20სექტემბერს დაიბადა. გოგონას დედა რომილდა ვილანი მსახიობობაზე ოცნებობდა და რომში ქასთინგზე წასვლა, ფილმებში მონაწილეობა უნდოდა, თუმცა ინჟინერი რიკარდო შიკოლონე გაიცნო და მისგან დაორსულდა. ამის შემდეგ ქალის ოცნებები მსახიობობასთან დაკავშირებით დაინგრა. არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა - რიკარდო უკვე დაქორწინებული იყო და იმ დროს იტალიაში განქორწინება თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, ორსული მარტო დარჩა.

mshoblebi
სოფი ლორენი ბავშვობაში

რომილდამ ქალიშვილი მარტოხელა დედების საქველმოქმედო სახლში გააჩინა. სოფის დაბადების შემდეგ შიკოლონემ ბავშვზე პასუხისმგებლობა აიღო და საკუთარი გვარიც მისცა. თუმცა, ლორენის დაბადების შემდეგ, დედამისმა გადაწყვიტა, რიკარდოსთან კვლავ გაეგრძელებინა ურთიერთობა და მისგან მეორე ბავშვიცგააჩინა, კვლავ გოგონა, ანა-მარია. ამჯერად კაცმა უარი თქვა ქალთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, მეორე შვილზე მეურვეობაც არ იკისრა და საერთოდ ჩამოშორდა მათ. შედეგად, ქალი ორ შვილთან ერთად სოფელში, საკუთარ მშობლებთან დაბრუნდა.მასშემდეგის არასოდეს გათხოვილა და მთელ დროსა და ენერგიას შვილებს უთმობდა. ფორტეპიანოს გაკვეთილებს ატარებდა, საღამოობით კი ადგილობრივ რესტორანში უკრავდა. თუმცა, ოჯახში ფული მაინც არ ჰყოფნიდათ. სოფის და მის დას ერთ ლეიბზე, პირდაპირ იატაკზე ეძინათ და სათამაშოებიენატრებოდათ.

mshoblebi
სოფი ლორენი დედასთან და დასთან ერთად

სკოლის პერიოდში სოფი საშინელ ჩაგვრას განიცდიდა. თანაკლასელები დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გრძელი ცხვირი, დიდი პირი ჰქონდა და ცუდად გამოიყურებოდა. თუმცა გოგონას დედას სჯეროდა, რომ მისი შვილი წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა. სოფის ფოტოებს სხვადასხვა სამოდელო სააგენტოში გზავნიდა. მართლაც, ადგილობრივ სილამაზის კონკურსში 14 წლის სოფი გამარჯვებულთა სამეულში მოხვდა და ამის შემდეგ რომში, კასტინგზე გაემგზავრა. გოგონას დედა და დაც თან გაჰყვნენ. ორი წლის შემდეგ "მის იტალია -1950-ის" კონკურსზე "მის ელეგანტურობის" ტიტული მიანიჭეს. ამი შემდეგ გოგონას წარმატების ისტორია იწყება. სოფის იღებდნენ სხვადასხვა ჟურნალისთვის, რამდენჯერმე შიშველიც პოზირებდა. 1952 წელს კი, ალბათ, მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული ხვდა წილად - "მის რომის" სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და იტალიის მთავარი კინოპროდიუსერი კარლო პონტი მოხიბლა,რომელიცწლებისშემდეგმისიქმარიცგახდა...

mshoblebi
სოფი ლორენი "მის-იტალიის" სილამაზის კონკურსზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა

მათი გაცნობის დროს კარლო პონტიჯულიანაპიასტრიზე იყო დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავდათ. სოფი კი ფილმის კასტინგისთვის მიიწვიეს. აშკარა იყო, რომ გოგონას სამსახიობო ნიჭიც ჰქონდა, თუმცა მისი გარეგნობის გარკვეული დეტალების შეცვლა მაინც სურდათ, რაზეც სოფიმ კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებდა. კარლო პონტიმ შესთავაზა, რომ ფსევდონიმად "სოფი ლორენი" აეღო და 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლორენი მალევე მიხვდა, რომ კარლოს არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ქალი მოსწონდა. ამის შემდეგ სოფიმ დიდი გზა გაიარა...

mshoblebi
სოფი ლორენი კარიერის დასაწყისში

დაუქირავეს მეტყველების სპეციალისტი და დიალექტური ინტონაციის გამოსწორებაში დაეხმარნენ. ასევე, აიყვანეს ცეკვის მასწავლებელი, დაახვეწინეს მოძრაობები. კარლო დაჟინებით მოითხოვდა, რომ სოფის კლასიკური ლიტერატურა წაეკითხა, დრამის საფუძვლები ესწავლა. პონტი ამტკიცებდა, რომ ლორენს აუცილებლად უნდა ესწავლა ინგლისური და ფრანგული, რადგანაც ის მხოლოდ იტალიურ კინოში არ ითამაშებდა და ენობრივი ბარიერის გამო პრობლემები შეექმნებოდა. სოფიც მის ყველა რჩევასა და მითითებას ასრულებდა.

mshoblebi
სოფი ლორენი და კარლო პონტი

შედეგმაც არ დააყოვნა. 1953 წელს, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ოპერა "აიდა" გადაიღეს, სოფის აიდას როლი ხვდა წილად. ამის შემდეგ გოგონამ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. როდესაცმამამ გაიგო, რომ მისი უკანონო შვილი ასეთი წარმატებული გახდა, სოფისთან მივიდა, ფული სთხოვა და სანაცვლოდდის, ანა-მარიას შვილად აღიარებას შეჰპირდა, რომელსაც მაშინ იტალიაში პრობლემები იმის გამო ექმნებოდა, რომ ოფიციალურად მამა არ ჰყავდა. ამიტომაც, სოფიმ პირველი ჰონორარი რიკარდოს გადასცა. გვარიც საბოლოოდ შეიცვალა და ოფიციალურად "ლორენი" ჩაიწერა.

გზა "ოსკარამდე"

სოფი ლორენი იმ პერიოდში კარლო პონტის ფარულად ხვდებოდა. პროდიუსერი ოფიციალურად ისევ დაქორწინებული იყო, მაგრამ არც იმ განძის დაკარგვა სურდა, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა. ლორენის დედა ძალიან ნერვიულობდა, რომ მისი ქალიშვილი მისსავე ბედს გაიმეორებდა და ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის გამო ძალიან დაიტანჯებოდა. იმავე პერიოდში გაიცნო სოფიმ ჰოლივუდის ვარსკვლავი კერი გრანტი, რომელთანაც მგზნებარე რომანი გააჩაღა. როდესაც კარლომ იგრძნო, რომ შესაძლოა, საყვარელი ქალი დაეკარგა, სასწრაფოდ დაიწყო ოფიციალურ ცოლთან განქორწინების საბუთების მომზადება. სოფიმ კი ორ მამაკაცს შორის არჩევანისაბოლოოდ კარლოზე გააკეთა და ეს წლების შემდეგ ასე განმარტა:"იცით, არჩევანი უნდა გამეკეთებინა... კარლო იტალიელი იყო - ჩემი სამყაროდან, კერი გრანტი კი - არა. ბოლოს მაინც კარლო ავირჩიე, ჩემიანი..."

mshoblebi
სოფი ლორენი და კერი გრანტი

რაც შეეხება გახმაურებულ ფილმს "ჩოჩარა", თავდაპირველად ამ როლზე ანა მანიანი განიხილებოდა, თუმცა მან უარი თქვა. ფილმი ვიტორიო დე სიკამ 1960 წელს გადაიღო და იგი ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი. ფილმში მეორე მსოფლიო ომის საშინელებაა გადმოცემული, სადაც დედა თავის მცირეწლოვან შვილს იცავს. ეკრანზე სოფი ლორენის პრატნიორი ჟან-პოლ ბელმონდო იყო.

mshoblebi
სოფი ლორენი ფილმში "ჩოჩარა"

სოფის ნიჭმა, დრამატულმა შესრულებამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე, რომ "ოსკარების" დაჯილდოების ისტორიაში ჯილდო პირველადგადასცეს უცხოელ მსახიობს. ლორენი დაჯილდოებას არ ესწრებოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ვერ გაიმარჯვებდა. იმ წელს იმავე ნომინაციაში ოდრი ჰეპბერნი იყო წარდგენილი ფილმისთვის "საუზმე ტიფანისთან"... mshoblebiკერი გრანტმა მეორე დილით სოფის დაურეკა და უთხრა, რომ "ოსკარის" ნანატრი ქანდაკება ოდრის კი არა, მას ხვდა წილად. "ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი იტალიაში იყო. ამერიკაში ცნობილი იტალიური ფილმებით გავხდი", - თქვა სოფიმ და მართალიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ისეთ ცნობილ ადამიანებთან ითანამშრომლა, როგორებიც იყვნენ კლარკ გეიბლი, ჩარლი ჩაპლინი და მარლონ ბრანდო, ის მაინც იტალიური კინოს განუყოფელი ნაწილია. მარჩელო მასტროიანი კი მისი შეუცვლელი პარტნიორი გახდა. გავიხსენოთ თუნდაც "ქორწინება იტალიურად" ან კიდევ "გუშინ, დღეს, ხვალ", სადაც ორივე მსახიობი შესანიშნავად თამაშობს და დასამახსოვრებელ როლებს ქმნის.

სოფი ლორენის პირადი ცხოვრება

სოფი ლორენი კარლო პონტის თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს უწოდებს. მიუხედავად დიდხნიანი ლოდინისა, განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემებისა, 1966 წელს ის პონტის ცოლი ოფიციალურად გახდა. კარლო პონტი სოფიზე 20 წლით უფროსი იყო, მაგრამ ეს ფაქტი მათ ბედნიერებაში სულაც არ უშლიდა ხელს. ერთადერთი, რაც ჩრდილავდა მათ ურთიერთობას, შვილის ყოლის პრობლემა იყო - სოფი შვილს ვერ აჩენდა და ამის გამო ღრმა დეპრესიას განიცდიდა. მუცელი ორჯერ მოეშალა და ექიმებმა მკაცრად გააფრთხილეს, რომ თუ კვლავ დაორსულდებოდა, მხოლოდ მთელი ორსულობის წოლით რეჟიმში გატარებით გადაარჩენდა ნაყოფს. მსოფლიო ვარსკვლავისთვის, რომელსაც უამრავი პროექტი ელოდა წინ, და უბრალოდ, სიცოცხლით სავსე ენერგიული ქალისთვის, ორსულობის 8 თვის განმავლობაში წოლა სრულიად წარმოუდგენელ გადაწყვეტილებად ჩანდა, თუმცა სოფი ამ მსხვერპლზე წავიდა, ოღონდაც, შვილი ჰყოლოდა. თანაც, ორჯერ - ორივე შვილი სწორედ რვათვიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ გააჩინა. 1968 წელს პირველი შვილი ეყოლა, რომელსაც მამის სახელი - კარლო დაარქვეს. 1972 წელს კი მეორე შვილი, ედუარდო გაუჩნდათ.mshoblebi

ბედნიერი ოჯახი რომიდან შორს, მე-16 საუკუნის ვილაში ცხოვრობდა, ულამაზეს სახლში, გარშემორტყმული მიწით, სადაც ლეღვის ხეები იზრდებოდა, საცურაო აუზითა და ჩოგბურთის კორტებით, თავლებითა და დასასვენებელი სივრცეებით. mshoblebiთუმცა 1977 წელს მათი ვილა კარაბინერებმა დაარბიეს, კარლო გადასახადების თავიდან არიდებისა და იტალიიდან დიდი რაოდენობით ფულის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ლორენი ნახატების კოლექციის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ პარიზში წასვლა ვერ მოასწრო, ისიც აეროპორტში დააკავეს. სოფიმ საკანში 17 დღე გაატარა, კარლომ კი - 4 წელი... 13 წლის შემდეგ ჩამორთმეული ვილა ისევ დაუბრუნეს, თუმცა ამ ინციდენტმა ოჯახზე და კარლოს ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. 2007 წელს კარლო პონტი პნევმონიით გარდაიცვალა. ეს სოფისთვის ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.mshoblebi
სოფი ლორენი ოჯათან ერთად

"მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ის ისევ ჩემს ფიქრებშია. მე მას ისევ ველაპარაკები. როცა ოჯახთან ერთად ვარ, მის ცარიელ სავარძელს ვუყურებ და ვუცდი, როდის გამოჩნდება. გადავწყვიტე, საკუთარი ავტობიოგრაფია დამეწერა. ამ წიგნში 1954 წელს გადაღებული ფოტოა, სადაც კარლო თმას მივარცხნის. ეს კადრი ჩვენს სიყვარულზე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ათასობით სიტყვა", - ამბობს მსახიობი.mshoblebi

mshoblebi
სოფი ლორენი შვილებთან ერთად

სოფი ლორენი ახლა 88 წლისაა, მისი შვილი, კარლო, ვენის ოპერაში დირიჟორია, უფროსი ვაჟი კი რეჟისორად მუშაობს. შვილები და შვილიშვილები თავისუფალ დროს სოფის სტუმრობენ ან კიდევ ინტერნეტით უკავშირდებიან. ლეგენდარული მსახიობი დილის 5 საათზე დგება, ვარჯიშობს, საუზმობს და სეირნობს. სახლში ბევრ დროს ატარებს, წიგნებს კითხულობს და შესანიშნავად გამოიყურება.