რუსეთში ოჯახური დანაშაული და სასტიკი მკვლელობები საკმაოდ ხშირია. ამჯერად მთელი ქვეყანა შეძრა სარატოველი ოჯახის ტრაგედიამ.
13 ოქტომბერს სამსახურიდან დაბრუნებულ დედას 10 წლის ქალიშვილი სამზარეულოში უგონოდ, სისხლის გუბეში მწოლიარე დახვდა. ბავშვს უამრავი ჭრილობა და დამწვრობის კვალი ეტყობოდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ გარდაცვალება დაადასტურა. რაც ყველაზე შემზარავია, დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილი მოკლულის 14 წლის დაა. მან დედმამიშვილს 20-მდე ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნით... მოზარდი დაკავებულია და ჩვენებას იძლევა. უმძიმეს მდგომარეობაში არიან მშობლები...
ჯერჯერობით კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მალე სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.