თუ ძალიან გიყვართ ყავა და ორსულად ხართ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს სტატია.
ბევრს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. როდესაც ქალი ორსულდება, ხშირად უჭირს ამ ჩვევაზე უარის თქმა. რისთვის არის ცუდი ყავის დალევა ორსულობის დროს?
უძილობა - ქალებს ორსულობის დროს ძილის რეჟიმი ეცვლებათ. თუ ყავას დალევენ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ ეს მდგომარეობა და დაძინება გაუჭირდებათ. ამიტომ გირჩევთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში არ დალიოთ ყავა და ჩაით ან წვენებით ჩაანაცვლოთ.
ანემია - ყავის შემადგენლობაში არის ფენოლი, რაც უშლის ხელს სისხლში რკინის შეწოვას. ამის გამო კი შეიძლება, შიშები და პანიკაც დაგეწყოთ.
გულძმარვა - ორსულობის დროს აქტიურად გამომუშავდება პროგესტერონი - ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი ემბრიონის ჩამოყალიბებაში. მისი ზემოქმედების ქვეშ ნაწლავები დუნდება. ყავისგან გამოწვეული გულძმარვა კი საკმაოდ უსიამოვნო იქნება ამ დროს.
გარდა ამისა, ყავის ხშირი მოხმარება იწვევს სხვა ცუდ შედეგებსაც:
ნაყოფის დაბალი წონა - ორსულობის დროს მეტაბოლიზმი ნელდება, ამიტომ კოფეინის რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს ქალის ორგანიზმში, ყავის გამოყენების გარეშეც. თუ ამას კიდევ ყავასაც დაუმატებთ, რომელშიც კოფეინი დიდი რაოდენობითაა, ეს შეიძლება მომავალი ბავშვის წონაზე აისახოს. თუმცა არსებობს ასევე კვლევა, რომ ბავშვის წონაზე ყავა იმ შემთხვევაში აისახა მკვეთრად, როდესაც მომავალი დედა ყავასთან ერთად, თამბაქოსაც ეწეოდა.
ტაქიკარდია ახალშობილში - კოფეინის მაღალი შემცველობის გამო დედის ორგანიზმში, ბავშვს უძლიერდება გულისცემა. ტაქიკარდია შეიძლება შენარჩუნდეს დაბადების შემდეგაც და თუ ბავშვს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია გამოუვლინეს, გართულებებიც არის მოსალოდნელი.
რა არის გამოსავალი?
ყავის სმა უნდა აკონტროლოთ, რათა მან ზიანი არ მოგიტანოთ. მისი დალევა შეგიძლიათ ორსულობის დროს, თუ:
- იღებთ მხოლოდ ერთ ჭიქას დღეში - დაახლოებით 200 მლ
- არ გაქვთ გულ-სიხლძარღვთა დაავადებები
- არ სვამთ ხშირად გაზიან სასმელებს - თუნდაც კოკა-კოლაში ასევეა 40 მგ კოფეინი
- დარწმუნებული ხართ, რომ მომავალი ბავშვი ჯანმრთელია და ნორმის მიედვით ვითარდება
უნდა აღინიშნოს, რომ კოფეინი არ გულისხმობს მხოლოდ ყავას, არამედ დესერტებს, შოკოლადებს, სნექებს და ჩაისაც კი. ამიტომ, კოფეინის დოზა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ორსულობის დროს.
რასაკვირველია, ყავას პლუსებიც აქვს:
- ამაღლებს დოფამინის დონეს სისხლში. ადამიანი უფრო მხიარული და მხნე ხდება, უმაღლდება განწყობილება.
- თუ სვამთ ყავას რძით, სისხლში კალცის დონე იმატებს.
- ყავა დაგეხმარებათ მნიშვნელოვან მოვლენებზე კონცენტრირებაში, რადგან გაფხიზლებთ.
ერთი სიტყვით, როგორც ყველაფერში, ისე აქაც მნიშვნელოვანია ზომიერება, ოქროს შუალედის დაცვა და აუცილებლად მოსმენა საკუთარი ორგანიზმის და ჭკვიანი ექიმების. ხანდახან ერთი ჭიქა ყავა არაფერს ვნებს ორსულობის დროს, ხან კი ექიმი პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთი ჭიქის მიღება არ შეგიძლიათ, რადგან არასასურველია თქვენი მდგომარეობისთვის.