26 ოქტომბერს ქართული კინოს ულამაზესი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის საღამო გაიმართა თეატრალურ უნივერსტეტში. ქალბატონ კირას, რომელსაც სულ მალე 77 წელი უსრულდება, გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად, შთამომავლები უმშვენებდნენ გვერდს.
კირა ანდრონიკაშვილი ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი კინოვარსკვლავია. დღესაც ხშირად მოიხსენიება ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში.
ქალბატონი კირას სილამაზე გენეტიკურად გადაეცათ მის შთამომავლებს.
ქალიშვილ ნინა კალანდაძესა და შვილიშვილ ლიკა ევგენიძესთან ერთად
საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ნაცნობია ქალბატონი კირას შვილიშვილი, დათო ევგენიძის ქალიშვილი ლიკა, რომელიც წარმატებული ტელეწამყვანია. დიდი ბებიის გარეგნობა აშკარად ერგო ასევე მემკვიდრეობით ლიკას ქალიშვილს, 11 წლის ანა სოფიას.
შვილიშვილთან და შვილთაშვილთან ერთად
კირა ანდრონიკაშვილი და მისი ქალიშვილები
კირა ანდრონიკაშვილის მამიდები იყვნენ ულამაზესი ქალბატონები - ყველასთვის ცნობილი ნატო ვაჩნაძე და მისი მსახიობი და, კირას სეხნია კირა ანდრონიკაშვილი.
ნატო ვაჩნაძე და მისი და კირა ანდრონიკაშვილი