ოპერის მომღერალი, ორი შვილის დედა ნინო სურგულაძე ულამაზესი ქალბატონის ფოტოებს აქვეყნებს და როგორც ირკვევა, ეს ქალბატონი მისი ბებია ელენე მაქაცარიაა, რომელსაც საკმაოდ ტრაგიკული ბიოგრაფია ჰქონდა.
"ელენე ბებო ძალიან მიყვარდა. 37 ში მეუღლე დაუხვრიტეს... მამა მარტომ გაზარდა სამი წლიდან… ექიმი იყო, თანაც კარგი… უშიშარი ქალბატონი. ცხენზე ჯირითობდა… და ასე დადიოდა პაციენტებთან პატარა მამასთან ერთად. არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია… ამ სურათში სულ ახალგაზრდაა, გიმნაზიაში. წინ რთული და ხანგრძლივი გზა ელოდა. ბებია 94 წლის გარდაიცვალა... მოვეფეროთ ბებიებს სანამ ჩვენს გვერდით არიან. დიდი სიყვარულის და ძალის მატარებლები".
ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და მომღერლის ბევრი გულშემატკივარი იმასაც აღნიშნავს, რომ ნინო ძალიან ჰგავს მშვენიერ ბებიას.