თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა #6-ში (მარჯანიშვილის თეატრსა და გალაკტიონის სახლს შორის) ახალი, მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკა „პირველი“ იხსნება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ეტაპზე უკვე გახსნილია და პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება კლინიკის პედიატრიული და ონკოლოგიური მიმართულება.
კლინიკის წარმომადგენლის, ექიმ სოფო ჯაფარიძის განმარტებით, „პირველი“ სრულიად ახალი და ინოვაციური სივრცე იქნება ქართულ სამედიცინო სფეროში. პედიატრიული მიმართულების ინოვაციებზე თავად სოფო ჯაფარიძე გვესაუბრება.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში გვყავს პედიატრების ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც უკვე სრული დატვირთვით ემსახურება პაციენტებს. საქართველოში უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ გვაქვს ობსერვაციის ორი ზონა. ერთი განკუთვნილია ზედა სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, მეორე კი - ნაწლავური ინფექციის მქონე ბავშვებისთვის. ამით უზრუნველვყოფთ, რომ კლინიკაში ერთი პრობლემით მოსული ბავშვი შინ მეორე პრობლემით არ გავუშვათ. ასევე მნიშვნელოვანია ვენის სკანერი, რომლითაც ვენის ციფრული ვიზუალიზაცია ხდება და ჩვენი სამედიცინო პერსონალი უპრობლემოდ შედის ნებისმიერი სირთულის ვენაში. ეს კი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსხვავებულია კლინიკის ვიზუალური მხარეც. „პირველი“ მდებარეობს სივრცეში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ვეცადეთ, ეს განწყობა კლინიკაშიც შეგვეტანა და თითოეულ განყოფილებაში მინი მუზეუმები მოვაწყვეთ. გარდა ამისა, პედიატრიული განყოფილების სივრცეს ხშირად დისნეილენდს ადარებენ. გასასინჯი მაგიდებიც კი ცხოველების ფორმისაა. ეს კი ბავშვებზე ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს,“ - განმარტავს სოფო ჯაფარიძე.
![„პირველი“ - ახალი კლინიკა ინოვაციური მიდგომებითა და სერვისებით mshoblebi](/media/images/stories/2022/November/2022-11-02/pirveli1.jpg)
მაღალტექნოლოგიურია კლინიკის ლაბორატორია, რომელიც სრულად გერმანული, უმაღლესი ხარისხის ანალიზატორებით არის აღჭურვილი. ლაბორატორიის მუშაობის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერ პაციენტს შეუძლია, თვალი ადევნოს პროცესს, თუ როგორ, სად, რა პირობებში, რომელი ანალიზატორით კეთდება ესა თუ ის ლაბორატორიული კვლევა.
„პირველს“ თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკასთან. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებთან. საინტერესოა თანამშრომლობის ფორმაც. კლინიკაში კონსილიუმებისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცე, რომელიც 4 მონიტორითაა აღჭურვილი და კონსილიუმების დროს უცხოელი კოლეგების ჩართვა ხდება. ეს ფაქტი ქართველი პაციენტების სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ გადინებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„პირველი“ სრული დატვირთვით მუშაობას ნოემბრის ბოლოს დაიწყებს. კლინიკა, რომელიც 4 000 კვ.მ იქნება განთავსებული, მულტიპროფილურია და პაციენტებს სხვადასხვა მიმართულებით მრავალფეროვანი სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
R