ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა 2-დან 4 წლამდე ბავშვების განვითარების პროცესში ყველაზე საყურადღებო დარღვევებზე მიუთითებს. რომელ ნიშნებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღებაამათუიმასაკში."ბავშვის განვითარებაში 2-დან 3 წლამდე ყურადღება მისაქცევია თუ:
- ბავშვი ძალიან გაუგებრად მეტყველებს;
- არ შეუძლია მოკლე წინადადების გამოყენება;
- 3 წლის ასაკში უჭირს წრის დახატვა;
- ძალიან უჭირს მშობლებთან განშორება;
- ხშირად ეცემა, უჭირს კიბეზე ასვლა;
- ვერ იყენებს დამოუკიდებლად კოვზს და ჭიქას;
- უჭირს მარტივი ინსტრუქციების გაგება;
- სხვა ბავშვებით ნაკლებად ინტერესდება;
- არ შეუძლია 4 ან მეტი კუბურით კოშკის აგება;
- არ ერთვება " ვითომ-ვითომ" წარმოსახვით თამაშებში;
- უჭირს პატარა საგნებით მანიპულირება.
3-4 წლის ასაკის ბავშვის განვითარებაში ყურადღება მისაქცევია თუ:
- ბავშვი არ იყენებს სამ სიტყვაზე მეტსიტყვიან წინადადებებს;
- ისევ ტირის, როცა მშობლებს შორდება;
- არ შეუძლია ფანქრის დაჭერა ცერა და საჩვენებელი თითებით;
- არ შეუძლია წრის დახატვა;
- არ შეუძლია 4-5 კუბურიდან კოშკის აგება;
- არ შეუძლია ადგილზე ხტომა;
- არ შეუძლია სამბორბლიანი ველოსიპედის ტარება;
- არ გამოხატავს ინტერესს ინტერაქტიული თამაშებისადმი;
- სხვა ბავშვებს იგნორირებას უკეთებს;
- არ პასუხობს ადამიანებს ოჯახის წევრების გარდა;
- არ ერთვება წარმოსახვით თამაშებში;
- არ იყენებს ადეკვატურად სიტყვებს "მე" და "შენ"