თუ ბავშვი ამ პროდუქტებს იღებს, გაცილებით კარგი მეხსიერება აქვს და იმუნიტეტიც უძლიერდება - მშობლები

თუ ბავშვი ამ პროდუქტებს იღებს, გაცილებით კარგი მეხსიერება აქვს და იმუნიტეტიც უძლიერდება

2022-11-14 09:26:36+04:00
სწორი კვება ორგანიზმს და ტვინს დამატებით ენერგიას აძლევს, ამიტომ მოსწავლის მენიუსა და კვების რეჟიმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ნაკლებად ავადობდეს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაკაჟება, ამინდის შესაბამისად ჩაცმა, არამედ კარგად კვებაც. წარმოგიდგენთ საკვებს, რომელიც ძალიან დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემასა და გონების მუშაობას.

თევზი

თევზი შეუცვლელი პროდუქტია. ის შეიცავს უამრავ იოდს და ფოსფორს, ხოლო ცხიმიანი ზღვის თევზი შეიცავს ტვინისთვის აუცილებელ ომეგა-3 მჟავებს. სასურველია, რომ თქვენი შვილის მენიუში სხვადასხვა სახეობის თევზი იყოს: ორაგული ან კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია, კობრი, ლოქო, კაპარჭინა, ვირთევზა და ა.შ. ტყუილად არ არის საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული ტრადიცია „ხუთშაბათი თევზის დღეა“. კვირაში ერთხელ მაინც შეიტანეთ იგი მოსწავლის რაციონში.

მწვანილი და მწვანე ბოსტნეული

B ვიტამინები აუცილებელია კუნთებისა და ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის. სკოლის მოსწავლეებს აქვთ ძალიან მძიმე დატვირთვები - როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი. მათთვის ძალიან სასარგებლოა მწვანილი და მწვანე ბოსტნეული (სალათის ფოთოლი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო). ბროკოლი ასევე შეიცავს კალციუმს და ბორს, რომლებიც აუცილებელია ძვლებისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის.

თხილეული

თუ თქვენი შვილი არ არის ალერგიული, აუცილებლად შეიტანეთ მის დიეტაში „ტვინის საკვები“ – თხილეული. თხილი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და რკინას. ნუში ასევე შეიცავს უამრავ მაგნიუმს, B ვიტამინებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და სწავლაზე. კაკალი მდიდარია ომეგა -3-ის და ომეგა -6-ის ცხიმოვანი მჟავებით. ისინი ხელს უწყობენ ტვინის აქტივობის გაუმჯობესებას.
mshoblebi

ხორცი

სანამ სხეული იზრდება და კუნთების მასას აშენებს, ხორცი მნიშვნელოვანია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მცენარეული, არამედ ცხოველური ცილები, რომელთა მიღება შესაძლებელია კვერცხისა და ხორცისგან. შეგიძლიათ არჩევანი შესთავაზოთ, რომელი ხორცი მოსწონს თქვენს შვილს: ქათამი, ინდაური, ღორის, საქონლის ხორცი, კურდღელი, ცხვრის ხორცი.
ხორცი შეიცავს ამინომჟავებს, რკინას, ფოსფორს და სხვა მიკროელემენტებს, B ვიტამინებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიას და ზრდიან ჰემოგლობინის დონეს. ანემია, რომელიც შეიძლება ხორცის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ გამომიწვიოს, ბევრი დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

სტაფილო

ეს ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლოა მზარდი ორგანიზმისთვის. მას აქვს ვიტამინ A-ს, ანუ კაროტინის მაღალი შემცველობა და ძალიან მნიშვნელოვანია ზრდისთვის, მხედველობისთვის და ლორწოვანი გარსის კარგი ჯანმრთელობისთვის. ასევე სტაფილოში არის B, C, K, PP ჯგუფების ვიტამინები, ელემენტები: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, იოდი. ექიმები გვირჩევენ საჭმელად ხშირად მივცეთ ბავშვს დაჭრილი სტაფილო.

ვაშლი

ვიტამინების კიდევ ერთი საწყობია ვაშლი. გარდა A, C, P, E და B ვიტამინებისა, რკინის, მანგანუმისა და სპილენძისა, ეს ხილი მდიდარია მცენარეული ანტიბიოტიკებით - ფიტონციდებით. „დღეში ერთი ვაშლის“ წესი ნამდვილად აუმჯობესებს იმუნიტეტს.

მწარე შოკოლადი

შოკოლადი იძლევა სწრაფ ენერგიას და გამოყოფს სიხარულის ჰორმონს - ტრიპტოფანს. ის მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, რკინით, ფტორით, ფოსფორით და ანტიოქსიდანტებით. მაგრამ მასთან, როგორც დესერტთან, სიფრთხილეა საჭირო. დარწმუნდით, რომ აირჩიეთ კარგი ხარისხის მუქი შოკოლადი, კაკაოს ფხვნილისა და კაკაოს ცხიმის მაღალი შემცველობით.