მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე ქორეოგრაფია და როცა გიორგის ქალიშვილები მასთან არიან, ბებო ხშირად ცეკვავს გოგონებთან ერთად. ამჯერად დოლზე დაკვრაც სცადეს. ვიდეოში, რომელსაც თეო ჩივაძე ავრცელებს, ბებო შვილიშვილებთან ერთად მშვენივრად ერთობა. ელენესთან ერთად პატარა ნიკა მახარაძეც ცეკვავს და ტოლს არ უდებს უფროსებს.