17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. გავიხსენოთ მისი რამდენიმე ცნობილი ლექსი და ვნახოთ, რამდენად კარგად გახსოვთ ისინი. ჩასვით გამოტოვებული ფრაზები, სწორი პასუხები კი იხილეთ ბოლოს.
1. "ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი, მდუმარებით შემოსილი შეღამების ......."
2. "წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო ........"
- გაზაფხულის მთები მწვანე
- შემოდგომის ფოთოლცვენა
- ზამთრის ფიქრთა ოკეანე
3. "ანგელოზს ეჭირა გრძელი ....., მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა".
4. "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა...
5. "გაგონდება თუ არა, ........ დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები".
- იმერეთის
- შემოდგომის
- კარალეთის
6. "უსიყვარულოდ არ არსებობს, არც სილამაზე, არც ......... არ არსებობს უსიყვარულოდ..."
- ქორწინება
- უკვდავება
- სათნოება
7. "დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის....."
- სინატიფე
- სიკაშკაშე
- სილაჟვარდე
8. "მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ........ ხიდიდან ფენა".
- პეპლებივით
- ქალწულებივით
- ანგელოზებივით
9. "ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - ...."
- რომელი საათია? რომელი საათია?
- როგორი ამინდია? როგორი ამინდია?
- რამდენი დამიკარგავს...
10. "წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ....."
- გიორგის სამოსახლო
- ირაკლის სამოსახლო
- ბაგრატის სამოსახლო
სწორი პასუხები:
- ქნარი
- გაზაფხულის მთები მწვანე
- პერგამენტი
- კვდომა
- კარალეთის
- უკვდავება
- სილაჟვარდე
- ქალწულებივით
- რომელი საათია? რომელი საათია?
- ირაკლის სამოსახლო