გაგრძელდება თუ არა "ჩცდ" და როგორ ცხოვრობენ სერიალის მთავარი გმირები - მშობლები

გაგრძელდება თუ არა "ჩცდ" და როგორ ცხოვრობენ სერიალის მთავარი გმირები

2022-11-18 08:22:40+04:00
"ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე: ინტერვიუ მონატრებულ გმირებთან
პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერ­თგულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, რომ სე­რი­ა­ლი დრო­ე­ბით და­პა­უ­ზე­ბუ­ლია. რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. რა გან­ცდა აქვთ დღეს, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და რო­გო­რია იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვის ცხოვ­რე­ბა­შიც ეს სე­რი­ა­ლი დიდი დო­ზით იყო? - ამის გა­სარ­კვე­ვად მთა­ვარ გმი­რებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი:
- 11 წე­ლია, ეს სე­რი­ა­ლი გა­დის. და­მე­თან­ხმე­ბით, პა­ტა­რა დრო არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი იყო. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მინ­და, და­ვით გო­ცი­რი­ძე ისევ გან­ვა­სა­ხი­ე­რო. ჩემს გო­ნე­ბას, სხე­ულს ეს გმი­რი და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამ პერ­სო­ნა­ჟის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის, მათ შო­რის, ფი­ნან­სუ­რი კუ­თხი­თაც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 11 წელი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვცხოვ­რობ­დი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გე­ნატ­რე­ბათ?


- პარტნი­ო­რე­ბი, ქეთი დევ­და­რი­ა­ნის და­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი, მო­ლო­დი­ნი - ნე­ტავ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა დათო? ახა­ლი რა იქ­ნე­ბა, რისი გა­კე­თე­ბა მო­მი­წევს? მთე­ლი პრო­ცე­სი -სცე­ნა­რის წა­კი­თხვი­დან ეთერ­ში გას­ვლამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა.

- სე­რი­ალ­მა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გაგ­ხა­დათ. რო­გორც მსა­ხი­ობს, რა მოგ­ცათ "ჩცდ"-მ?


- ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, კა­მე­რას­თან, პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბის. კვი­რა­ში სამი სე­რია გა­დი­ო­და და დრო­ის ფაქ­ტო­რი იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პო­პუ­ლა­რო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. როცა ვი­ღაც გხვდე­ბა, გი­ღი­მის და გე­უბ­ნე­ბა, რომ გი­ყუ­რებს, ეს მსა­ხი­ო­ბის­თვის სი­ცო­ცხლეა.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ხში­რად გა­ო­ცებ­დათ?


- სულ ვფიქ­რობ­დი, ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში მეტი რაღა უნდა მოხ­დეს, კი­დევ რამ უნდა გა­მაკ­ვირ­ვოს?! მაგ­რამ მო­ვი­დო­და სცე­ნა­რი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­მო­დი­ო­და. კა­რან­ტი­ნის სე­რი­ებს სულ არ ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ უძ­ლი­ე­რე­სი გა­მო­ვი­და. ჩემი და ნი­ნას მო­ნო­ლოგს სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ­ხანს გა­ნი­ხი­ლავ­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

არ ვი­ცით, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა. ძა­ლი­ან ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის ემიგ­რან­ტე­ბის­გან. რო­გორც მწე­რენ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" რომ გა­დი­ო­და, იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ერ­თად უყ­რებ­დნენ, სე­რი­ა­ლი მათი შეკ­რე­ბე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ყო­ფი­ლა. ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მად­ლო­ბა მათ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის!

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა:

- ახლა იმ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რისი გა­კე­თე­ბაც სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. იმ დრო­ის დე­ფი­ციტს, რო­მე­ლიც მა­შინ მქონ­და, ვი­ნა­ზღა­უ­რებ. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სის და­პა­უ­ზე­ბა ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია: ხან არის, ხან - არა. გა­მარ­თლე­ბა იყო, რომ ამ­დე­ნი წელი სტა­ბი­ლუ­რად ვი­ღებ­დით, ვთა­მა­შობ­დით და ლო­გი­კუ­რად რომ ვი­ფიქ­როთ, ოდეს­ღაც ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვი, რომ დას­რულ­და. განაგრძეთ კითხვა