ცნობილი მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი სულ აქტუალურია თავისი ქარიზმატულობით, არაორდინარულობით და გულწრფელობით და იზიდავს საზოგადოებას. ცნობილია, რომ ის ძირითადად ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მეუღლესთან - შორენა გაჩეჩილაძესთან და ვაჟთან, ლევანთან ერთად. ლევანი ბოლო პერიოდია მეორე ნახევართან ერთად ჩნდება საზოგადოებაში და ბედნიერად გრძნობს თავს.
რაც შეეხება გოჩა ჩერტკოევის მეუღლეს, ისიც ყოფილი მოცეკვავეა, ახლა კი ქორეოგრაფი და მსაჯი და ცნობილი მოცეკვავის, თენგიზ გაჩეჩილაძის ქალიშვილია. მისი ძმები არიან მოცეკვავეები - რატი და გიგი გაჩეჩილაძეები.
წყვილი მოზარდობის წლებიდან ერთად ცეკვავდა, შემდეგ შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრნენ საცხოვრებლად და სამუშაოდ და შესანიშნავად დაიმკვიდრეს იქ თავი. წყვილს იქ საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს და წარმატებით მოღვაწეობს.
გოჩა ხშირად აღნიშნავს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მეუღლის მიმართ. ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა: "ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ მე და შორენა. რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავდით, ერთმანეთის სხეულებზე ვცეკვავდით და ვიზრდებოდით... მე არ ვხედავ მას როგორც მეუღლეს, მეგობარს, ის არ არის სხვა არსება. ის ჩემი სხეულის ნაწილი გახდა. როგორ უნდა მოგწყინდეს შენი ფეხი, ხელი ან შენი საკუთარი თავი?
ლევანი რომ გაგვიჩნდა, ძალიან პატარები ვიყავით... მით უმეტეს, შორენა, ის ჩემზე პატარაა. თვითონაც ბავშვი იყო და შვილი გაუჩნდა..."
მეტი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში