თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია რვა ადამიანი.
შემთხვევა წუხელ მოხდა. მიკროავტობუსი ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, რა დროსაც სატვირთო მანქანას შეეჯახა.
როგორც თურქული მედია იუწყება, გარდაცვლილები თურქი მსახიობები ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში არიან.

დაშავდნენ ასევე მსახიობები, ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებათ.