როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ არავის შეუძლია მათი შეხება უნებართვოდ - მშობლები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ არავის შეუძლია მათი შეხება უნებართვოდ

2022-11-24 05:07:40+04:00

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად ძალიან რთულად გვეჩვენება,მაგრამ აუცილებლად უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, რომ არავინ უნდა შეეხოს მათ სხეულს, ან აიძულოს გააკეთონ ის, რაც არ სურთ.

  • ასწავლეთ, რომ მისი სხეული მისია და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შეეხება.
  • უთხარით ბავშვს მისი სხეულის თითოეული ნაწილის სახელი, მისი ასაკის შესაბამისი ენით.
  • უთხარით, რომ შეუძლიათ უარი თქვან კოცნაზე ან მოფერებაზე, რომელიც მათ არ მოსწონთ, თუნდაც ეს იყოს ოჯახის წევრის მხრიდან.
  • ასწავლეთ მას მტკიცედ და დაუყონებლივ თქვას უარი, როცა იგრძნობს, რომ უსიამოვნო ფიზიკური კონტაქტია, ან ვიღაც ცდილობს აიძულოს გააკეთოს ის, რაც არ სურს.
  • განიხილეთ განსხვავება კარგსა და ცუდ საიდუმლოს შორის. აუხსენით, რომ ყველაფერი უნდა უთხრას მას, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.

განაგრძეთკითხვა