36 წლის ტოპმოდელი ირინა შეიკი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. კიდევ უფრო იშვიათად საუბრობს პირად საკითხებზე. თუმცა ჟურნალ V Magazine-ისთვის გამონაკლისი გააკეთა და გამოცემასთან საკმაოდ გულახდილი ინტერვიუს დროს ისაუბრა დედობაზე და ბავშვის აღზრდის პრინციპებზე.ირინამ აღნიშნა, რომ ის და მისი ქალიშვილის მამა ბრედლი კუპერი თავიდანვე შეთანხმდნენ, უარი ეთქვათ ძიძის მომსახურებაზე და თავად ეზრუნათ ლეაზე."ძიძა არ გვყავს, ამიტომ ხანდახან, როცა მეგობრები მთავაზობენ სადმე წასვლას, წვეულებაზე ან კონცერტზე, თან დააყოლებენ ხოლმე: "ვიცით, ახლა ირინა იტყვის: ჩვენ ძიძა არ ვგყავს". ფიქრობენ, რომ ასე ვიძვრენ თავს სადმე წასვლის ვალდებულებისგან. მაგრამ ნამდვილად ასეა, ძიძა არ გვყავს".ირინას თქმით, დედობა ყველაზე მაგარი რამაა ამქვეყნად: "ვგრძნობ, რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, ვიდრე შვილის მიმართ სიყვარული".შეიკის თქმით, ადრე ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც ახლა ხდება მის ცხოვრებაში. ირინას კვლავ სუპერწარმატებული კარიერა აქვს ფეშენ-ბიზნესში და მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულშია.მოდელის პროფესია მას ავალდებულებს, ხშირად დაესწროს წვეულებებს, გაემგზავროს შორს გადაღებებზე, მაგრამ ისწავლა პრიორიტეტების დალაგება: მაშინაც, როცა სამუშაოს ირჩევს, ყოველთვის ახსოვს, რომ ოჯახი ყველაზე მთავარია."მახსოვს, ერთხელ ლეა საბავშვო ბაღიდან დაბრუნდა და ამბობს: "აუ, ისევ მუშაობას აპირებ? მე კი მინდა, რომ დარჩე". როცა ტირილი დაიწყო, ვუთხარი: "აი, ხედავ, სახლში შუქი გვინტია და საჭმელი გვაქვს მაგიდაზე. ამიტომ არიან ვალდებულნი დედა და მამა, რომ სამსახურში წავიდნენ". მინდა, ქალი გავზარდო და ვასწავლო ის, რაც მე მასწავლეს ბებომ და დედამ - მუშაობა აუცილებელია", - ამბობს ირინა.იმასაც დასძემს, რომ სამართლიანი დედაა და დარწმუნებულია, არ არის საჭირო ბავშვის განებივრება, რადგან გოგონამ უნდა იცოდეს, საჭიროა ბევრი შრომა, რათა რაიმე მიიღო ამ ცხოვრებაში.